ავთანდილ სონღულაშვილი
ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი
ავთანდილ სონღულაშვილი (დ. 11 იანვარი, 1954, დიღომი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ავთანდილ სონღულაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 11 იანვარი, 1954 (70 წლის) |
დაბ. ადგილი | დიღომი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია |
დაიბადა 1954 წლის 11 იანვარს მაშინდელი მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში (ამჟამად საბურთალოს რაიონის სოფელი დიღომი). 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ავთანდილ სონღულაშვილი არის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების გამგე. 1993 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „საქართველოს ქალაქების საგარეუბნო ზონათა ისტორია“.
მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ეროვნული უმცირესობანი და კონფესიები საქართველოში, თბ., 2005
- ირანში ქართველთა ნაკვალევზე, თბ., 2005
- საქართველოს პოლიტიკური პორტრეტი, თბ., 2004
- ბერძნები საქართველოში, თბ., 2004
- კაზაკები საქართველოში, თბ., 2003 ISBN 99940-735-5-9
- ნარკვევები საქართველოს უახლესი ისტორიიდან, თბ., 2001 ISBN 99928-835-37
- 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედია,თბ., მეცნიერება, 1999. - 76გვ.. - ISBN 99928-51-75-9
- საქართველოს ქალაქების საგარეუბნო ზონათა ისტორია, თბ.,1997
- სოფელი დიღომი საუკუნეთა კვალდაკვალ, თბ., 1995, ISBN 5-520-01563-5
- გერმანელები საქართველოში, თბ., 1995, ISBN 5-520-01596-1
- ეროვნულ უმცირესობათა კულტურა საქართველოში, თბ., 1986, ISBN 99928-962-6-4