ავთანდილ ჟორჟოლიანი

ქართველი ინჟინერი.

ავთანდილ ჟორჟოლიანი (დ.22 მარტი, 1950, საყულია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერი.

1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით.

1974-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს ქუთაისის სახლსაშენ კომბინატში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, საგეგმო და საწარმოო-ტექნიკური განყოფილებების უფროსად. 1984-1988 წლებში წარმოების უფროსად. 1988-1989 წლებში იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატისა და N7 სამშენებლო ტრესტ „საქშახტმშენის“ სამმართველოების უფროსი. 1989 წლიდან იმავე სამინისროს N4 სამშენებლო ტრესტის რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის დირექტორი იყო. მონაწილეობდა რიგი ქარხნების, ფაბრიკების, სოციალური და ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობაში.


რესურდები ინტერნეტში

რედაქტირება