ავთანდილ მანაგაძის ქუჩა

ავთანდილ მანაგაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); შოთა მიქატაძის ქუჩიდან კისისხევის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც იურიევის შესახვევი. 1923 წლიდან მიხეილ ჩოდრიშვილის შესახვევი ერქვა. 1991 წლიდან ავთანდილ მანაგაძის სახელი ეწოდება.

ავთანდილ მანაგაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
ისტორიული რაიონი ნაძალადევი
წინა სახელები იურიევის შესახვევი

ლიტერატურა

რედაქტირება