ავთანდილ თუმანიშვილი

ქართველი მწერალი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თუმანიშვილი.

ავთანდილ ბირთველის ძე თუმანიშვილი (დ. 1795 — გ. უცნობია) — ქართველი მწერალი. მოღვაწეობდა რუსეთში, დაახლოებული იყო იქ მყოფ ქართველ ბატონიშვილებთან (იყო დავით ბატონიშვილის მდივანი), რომელთა დავალებითაც დაწერა ქ. გორის ისტორია. მათივე დაკვეთით რუსულიდან გადმოთარგმნა „ღეოღრაფია და ბუნებითი ისტორია ასურეთისა“ (ხელნაწერი H-2171). წერდა სატირულ ლექსებს, რომლებიც დაცულია ხელნაწერების სახით (H-2130). 1819 წელს პეტერბურგში მოულოდნელად დააპატიმრეს მექრთამეობის ბრალდებით; სავარაუდოდ, თუმანიშვილის დაპატიმრება უკავშირდებოდა კავშირს ამბოხებულებთან საქართველოში. 1820 წლის 10 მარტიდან პატიმართა სიიდან ამოშლილია. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

ავთანდილ თუმანიშვილი
დაბადების თარიღი 1795
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბუანიკაშვილი გ., ავთანდილ თუმანოვი და მისი წიგნი „აღწერილობა საქართველოს ქალაქის გორისა“, „ლიტერატურული საქართველო“, 1939, № 28;
  • რუხაძე ტ., ძველი ქართული ლირიკის ისტორიიდან, თბ., 1954
  • რატიანი, პ., ცოცხლად დამარხული ტალანტი : ავთანდილ თუმანიშვილი / ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტი. - თბ. : მეცნიერება, 1982.