ავგაროზი (Q-283)
„ავგაროზი (Q-283)“ — საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდში Q-283-ის სახელით ცნობილი დაცული ხელნაწერი. ხელნაწერი წარმოადგენს ერთი მთლიანი ქაღალდისაგან გამოჭრილ, ერთმანეთთან დაკავშირებულ ოცდაოთხ მრგვალ ნაჭერს, რომელთაგან პირველ ორზე ფერადებით შესრულებული ქრისტეს სახეა გამოსახული. დანარჩენ ოცდაორ ნაჭერზე დაწერილია ტექსტი, ტექსტის გარშემო შემოხაზულია ფერადი წრეები.
ხელნაწერი მოთავსებულია საგანგებოდ დამზადებულ ძველებურ ბოხჩაში. ბოხჩას აბრეშუმის სარჩული აქვს გამოკრული, წარმოადგენს მოქარგულობის საინტერესო ნიმუშს.
ხელნაწერი XIX საუკუნეშია გადაწერილი. საწერ მასალად ქაღალდია გამოყენებული. ზომა: 35X23 სანტიმეტრი. „ავგაროზი“ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შესწირა ქართველმა მეყვავილემ მიხეილ მამულაშვილმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 134