ავაზ ალიბეიოვი
ავაზ მაჰმუდის ძე ალიბეიოვი (აზერ. Əlibəyov Əvəz Mahmud oğlu; დ. 22 მარტი 1895, ელიზავეტპოლის გუბერნია (დღეს განჯა), რუსეთის იმპერია — გ. 24 დეკემბერი, 1978, მერდინლი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი სამხედრო მოღვაწე, ესკადრონის მეთაური, პირველი მსოფლიო ომის, რუსეთის სამოქალაქო ომისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.
ავაზ ალიბეიოვი | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
Əvəz Əlibəyov | ||||||||
ეროვნება | აზერბაიჯანელი | |||||||
დაბადების თარიღი | 22 მარტი 1895 | |||||||
დაბადების ადგილი | ელიზავეტპოლის გუბერნია (დღეს განჯა), რუსეთის იმპერია | |||||||
გარდაცვალების თარიღი | 24 დეკემბერი, 1978 (83 წლის) | |||||||
გარდაცვალების ადგილი | მერდინლი, აზერბაიჯანი | |||||||
კუთვნილება |
რუსეთის იმპერია ადრ სსრკ | |||||||
ჯარის სახეობა | სამხედრო კავალერია | |||||||
სამხედრო სამსახურის წლები | 1914—1945 | |||||||
წოდება | მაიორი | |||||||
ბრძოლები/ომები |
პირველი მსოფლიო ომი რუსეთის სამოქალაქო ომი მეორე მსოფლიო ომი | |||||||
ჯილდოები |
|
ბიოგრაფია
რედაქტირებაავაზ ალიბეიოვი დაიბადა 1895 წლის 22 მარტს ელიზავეტპოლის გუბერნიის სოფელ მერდინლიში. 1914 წელს გაიწვიეს მეფის არმია, 1917 წლამდე მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, სადაც დააწინაურეს პოდპორუჩიკის წოდებამდე.
პირველი მსოფლიო ომის დროს, იგი იბრძოდა მუსლიმურ „ველური დივიზიის“ შემადგენლობაში, ავსტრიის ფრონტზე. წმინდა გიორგის ჯვრის ოთხგზის კავალერი. სამოქალაქო ომის დროს, იყო მეთაური ესკადრილიის, პოლკისა და ბრიგადის პირველი ქვეითი არმიის შემადგენლობაში. იბრძოდა როსტოვთან ახლოს , ყუბანში, ცარიცინთან და ჩრდილოეთ კავკასიაში.
1918 წლის თებერვალში, მოხალისედ შეუერთდა წითელ არმიას.
დიდი სამამულო ომის დროს, როგორც ესკადრილიის მეთაური იბრძოდა კავკასიაში, ყუბანსა და უკრაინაში. ომი პოლონეთში დაასრულა, მას შემდეგ, რაც მიიღო მძიმე ტრავმა.
ავაზ ალიბეიოვი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით.
ჯილდოები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Анвар Чингизоглы. Физули, Баку, "Мутарджим", 2017, 642 c.