აეკი ლარნაკა (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან აეკ ლარნაკა (საფეხბურთო კლუბი))

აეკი ლარნაკა (ბერძ. Αθλητική Έvωση Κιτίου Λάρνακας) — კვიპროსის საფეხბურთო კლუბი, დაარსდა ქალაქ ლარნაკაში, ასპარეზობს კვიპროსის პირველ დივიზიონში. ჩამოყალიბდა 1994 წელს, ლარნაკას 2 კლუბის, „ეპას“ და „პეზოპორიკოსის“ შერწყმის შედეგად.

აეკი ლარნაკა
სრული სახელი Αθλητική Ένωση Κίτιον
მეტსახელი Κιτρινοπράσινοι (ყვითელ-მწვანეები), Φρουροί (მეომრები)
დაარსდა 1994
სტადიონი გსზ
ლარნაკა, კვიპროსი
(ტევადობა: 13,032)
პრეზიდენტი კვიპროსის დროშა ანტრეას კარაპატაკისი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა დანიის დროშა ტომას კრისტიანსენი
კაპიტანი საბერძნეთის დროშა გიანის სკოპელიტისი
ლიგა კვიპროსის პირველი დივიზიონი
2023-24 მე-2 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

2004 წელს, კლუბმა კვიპროსის თასის ფინალში ლიმასოლის „აელის“ დამარცხების შემდეგ (2-1) მოიპოვა პირველი და ტიტული. „აეკმა“ კიდევ 3-ჯერ შეძლო თასის ფინალში გასვლა, ორ შემთხვევაში „აპოელთან“ დამარცხდა, 1996 წელს 2-0 დამატებით დროში და 2006 წელს, 3-2. 2018 წელს კვლავ დაეუფლა თასს. კლუბი ჩამოყალიბდა ლარნაკას ორი წარმატებული კლუბის შერწყმის შედეგად, კვიპროსის 3-გზის ჩემპიონის, თასის 5-გზის მფლობელი „ეპას“ და კვიპროსის 2-გზის ჩემპიონი „პეზოპორიკოსის“, რომელიც მხოლოდ 1-ხელ გახდა თასის მფლობელი. კლუბის ყველაზე დიდი მიღწევა იყო 2011-12 წლების სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა, მას შემდეგ, რაც დაამარცხა მალტის „ფლორიანა“, ჩეხური „მლადა ბოლესლავი“ და ტრონჰეიმის „რუსენბორგი“.

ტიტულები

რედაქტირება

ევროთასებზე

რედაქტირება
სეზონი ტურნირი ეტაპი კლუბი შინ გასვლითი ჯამში
1996–97 თასების მფლობელთა თასი საკვალიფიკაციო ეტაპი   კოტაიკი 5–0 0–1 5–1
პირველი ეტაპი   ბარსელონა 0–0 0–2 0–2
2004–05 უეფა-ს თასი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი   მაკაბი ფეთახ-თიკვა 3–0 0–4 3–4
2011–12 უეფა-ს ევროპის ლიგა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი   ფლორიანა 1–0 8–0 9–0
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი   მლადა ბოლესლავი 3–0 2–2 5–2
პლეი-ოფი   რუსენბორგი 2–1 0–0 2–1
ჯგუფური ეტაპი (J)   მაკაბი ხაიფა 2–1 0–1 მე-4 ადგილი
  სტიაუა ბუქარესტი 1–1 1–3
  შალკე 04 0–5 0–0

მთავარი მწვრთნელები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება