ადოლფ II (ბერგის გრაფი)
ადოლფ II (გერმ. Adolf II. von Berg; დ. 1090-იანი წლები — გ. 1170 წლის 12 ოქტომბერი) — ბერგის გრაფი 1115 (არა უგვიანეს) —1160 წლებში, გრაფ ადოლფ I-ის შვილი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაადოლფი პირველად მოიხსენიება 1115 წლის დოკუმენტებში, ამ დროს ის უკვე იყო ბერგის გრაფი და ვერდენის ბენედიქტელთა მონასტერის ფოგტი.
1120 წელს ადოლფი დაქორწინდა ადელაიდაზე, არნსბერგის გრაფის ქალიშვილზე.
1125 წლიდან ადოლფმა მიიღო ზიგბურგის სააბატოს საფოგტო. ასევე იყო ვერდენის, დიუნვალდის, დოიცისა და კაპენბერგის ფოგტი.
დაახ. 1127 წელს მეორე ჯერზე დაქორწინდა ირმგარდზე (?), ენჰელბერტ ფონ შვარცენბურგის, კელნის არქიეპისკოპოსის, ფრიდრიხ I ფონ შვარცენბურგის ნათესავის ქალიშვილზე.
ადოლფმა დააარსა ბურგის ციხე-სიმაგრე.
ბერგის საგრაფოსთვის დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა კონტროლის დამყარებას კელნსა და დორტმუნდს შორის არსებულ ჰანზის სავაჭრო კავშირზე. აგრეთვე საგრაფოს ტერიტორიაზე არსებობდა ვერცხლის საბადო. ადოლფ II-მ მოჭრა თავისი მონეტა ვილდბერგში, ბენსბერგსა და ზიგბურგში.
ადოლფი მონაწილეობდა მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში.
ადოლფი გარდაიცვალა 1170 წლის 12 ოქტომბერს. მისი სამფლობელო გაიყვეს მისმა შვილებმა, ებერჰარდ I-მა და ენჰელბეტ I-მა. მისმა დანარჩენმა შვილებმა სასულიერო კარიერა აირჩიეს:
- ფრიდრიხ II ფონ ბერგი — კელნის არქიეპისკოპოსი 1156—1158 წლებში
- ბრუნო III ფონ ბერგი — კელნის არქიეპისკოპოსი 1191—1193 წლებში
- არნოლდ ფონ ბერგი — ოსნაბრუკის ეპისკოპოსი
- ადოლფ I — ვერდენის მონასტერის აბატი 1160—1174 წლებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Thomas R. Kraus: Die Entstehung der Landesherrschaft der Grafen von Berg bis zum Jahre 1225. (= Bergische Forschungen. Band 16.) Schmidt, Neustadt an der Aisch 1981.
- Leopold von Eltester: Altena, Adolf Graf von. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 1, Duncker & Humblot, Leipzig 1875, S. 361.