ადოლფ III (ბერგის გრაფი)
ადოლფ III (გერმ. Adolf III. von Berg; დ. 1176-მდე — გ. 1218 წლის 7 აგვისტო, დამიეტა) — ბერგის გრაფი 1189 წლიდან. გრაფ ენჰელბერტ I-ის, კელნის არქიეპისკოპოსის, ენჰელბერტ I ფონ ბერგის (1185—1225) ძმის შვილი.
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ადოლფ III-მ ჩაიბარა მისი სამფლობელოები. არა უგვიანეს 1204 წლისა ის დაქორწინდა ბერტაზე, რომელიც, შესაძლოა, ზაინების საგვარეულოდან იყო.
ადოლფის მმართველობას დაემთხვა ველფებისა და შტაუფენების გერმანიის ტახტის დასაუფლებლად ბრძოლა. ადოლფ III მხარს უჭერდა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს: ოტონ IV-საც და ფილიპ შვაბიელსაც. 1212 წლიდან იყო ფრიდრიხ II შტაუფენის მომხრე, რომელმაც, თავის მხრივ, მხარი დაუჭირა ენჰელბერტ I ფონ ბერგის კანდიდატურას კელნის არქიეპისკოპოსის არჩევნებზე.
1212 წელს მონაწილეობა მიიღო ალბიგოურ ჯვაროსნულ ლაშქრობაში. 1215 წლეს დაიპყრო ქალაქი კაიზერსვერტი და გაათავისუფლა ოტო IV-ის მიერ დატყვევებული რაინ-ვესტფალიელი ეპისკოპოსები.
1218 წელს ადოლფი გაემგზავრა მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობაში, სადაც ხელმძღვანელობდა რაინო-ფრიზულ დაჯგუფებას დამიეტას ალყის დროს. გარდაიცვალა 1218 წლის 7 აგვისტოს, ეპიდემიისგან.
ბერგის გრაფი გახდა მისი ძმა — კელნის არქიეპისკოპოსი ენჰელბერტ I, რომელიც 1225 წელს გარდაიცვალა და საგრაფო მემკვიდრეობით მიიღო ჰენრიხ IV ფონ ლიმბურგმა — ირმგარდის, ადოლფ III-ის ქალიშვილის ქმარმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Karl Leopold Strauven: Adolf III. (Graf von Berg). In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 1, Duncker & Humblot, Leipzig 1875, S. 92 f.
- Helmut Dahm: Adolf III. (V.), Graf von Berg. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 1, Duncker & Humblot, Berlin 1953, ISBN 3-428-00182-6, S. 75 f. (Digitalisat).