ადოლფ ვინდაუსი
ადოლფ ოტო რეინოლდ ვინდაუსი (ინგლ. Adolf Otto Reinhold Windaus; დ. 25 დეკემბერი, 1876 — გ. 9 ივნისი, 1959) — გერმანელი ქიმიკოსი. 1928 წელს, სტერეოლებზე მუშაობით მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში. იყო გერმანელი ბიოქიმიკოსის და 1939 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, ადოლფ ბუტენანდის სადოქტორო მრჩეველი.
ადოლფ ვინდაუსი | |
---|---|
გერმ. Adolf Windaus | |
დაბ. თარიღი | 25 დეკემბერი, 1876[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | ბერლინი |
გარდ. თარიღი | 9 ივნისი, 1959[1] [2] [3] [4] [5] (82 წლის) |
გარდ. ადგილი | გეტინგენი |
დასაფლავებულია | გიოტინგენის სასაფლაო[6] |
მოქალაქეობა | გერმანია |
საქმიანობა | ქიმიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ფრაიბურგის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი და ინსბრუკის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ფრაიბურგის უნივერსიტეტი და Französisches Gymnasium Berlin |
განთქმული მოსწავლეები | ადოლფ ბუტენანდტი |
მეუღლე | Elisabeth Windaus |
ჯილდოები | კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“[7] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ნობელის პრემია ქიმიაში[8] [9] , ადოლფ ფონ ბაიერის ოქროს მედალი და Goethe Medal for Art and Science |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადოლფ ვინდაუსი 1876 წლის 25 დეკემბერს დაიბადა ბერლინში, გერმანიაში. სწავლობდა პრესტიჟულ ფრანგული გრამატიკის სკოლაში, სადაც ძირითადად ფოკუზირებული იყო ლიტერატურის შესწავლაზე. მედიცინას სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში, 1895 წელს ფრეიბურგის უნივერსიტეტში ქიმიის შესწავლა დაიწყო. 1915 წელს დაქორწინდა ელისაბედ რისაუზე, წყვილს მოგვიანებით ეყოლა სამი შვილი: გიუნთერი, გუსტავი და მარგარეტი. მას შემდეგ რაც მედიცინაში დოქტორის წოდება მიენიჭა, გოთინგემის უნივერსიტეტში, ქიმიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გახდა. ამ თანამდებობაზე იგი 1915 წლიდან 1944 წლამდე იმყოფებოდა.
ცხოვრების განმავლობაში მრავალი პრიზი აუღია, მათ შორისაა: გოეთეს მედალი, ფასტეურის მედალი და ნობელის პრემია ქიმიაში. მეცნიერებაში მისი მიღწევების და აღმოჩენების გარდა, ვინდაუსი არის იმ რამდენიმე გერმანელ ქიმიკოს შორის, რომელსაც ნაცისტურ გერმანიასთან ერთად არ უმუშავია. გოთინგემის უნივერსიტეტში, ქიმიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობის დროს, იგი პირადად იცავდა ერთ ებრაელ კურსდამთავრებულს თანამდებობის განთავისუფლებისგან. ვინდაუსი თვლიდა რომ მისი სამეცნიერო მოღვაწეობა გამოწვეული იყო ცნობისმოყვარეობით, და ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან. პირველი მსოფლიო ომის დროს მან უარი თქვა მონაწილეობა მიეღო მოწამლული გაზის გამოკვლევაზე.[10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 3.0 3.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 4.0 4.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 5.0 5.1 Munzinger Personen
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Bundesanzeiger // BAnz / Hrsg.: Bundesministerium der Justiz — Deutschland: Bundesanzeiger Verlag. — გამ. 250/1951. — ISSN 0344-7634
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 1928 — ნობელის ფონდი.
- ↑ The Nobel Prize amounts — ნობელის ფონდი.
- ↑ Kyle, Robert A.; Shampo, Marc A. (2001-02-01). „Adolf Windaus—Nobel Prize for Research on Sterols“. Mayo Clinic Proceedings (English). 76 (2): 119. doi:10.1016/S0025-6196(11)63115-7. ISSN 0025-6196. PMID 11213297.