ადოლფო რობელო
ადოლფო რობელო (ესპ. Adolfo Robelo; დ. 11 ოქტომბერი, 1939) — ნიკარაგუელი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და დიპლომატი. ნიკარაგუის დემოკრატიული მოძრაობის დამაარსებელი.[1] ნიკარაგუის რევოლუციის აქტიური მონაწილე. ეროვნული აღორძინების მთავრობის ხუნტის წევრი.
ადოლფო რობელო ხუნტის წევრად ირიცხებოდა 1980 წლის 22 აპრილიდან. მასთან ერთად იყვნენ: დანიელ ორტეგა, სერხიო რამირესი, მოსე ასან მორალესი ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო. სომოსას რეჟიმის დამხობის შემდეგ, მალევე გამოირკვა, რომ რობელოს არავითარი ძალაუფლება არ გააჩნდა. 1980 წლის აპრილში მან ხუნტა დატოვა. მის ნაცვლად იმავე წლის 18 მაისს ახალი წევრები მიიღეს — არტურო კრუსი და რაფაელ კორდოვა რივასი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ameringer, Charles D. (1992). Political Parties of the Americas, 1980s to 1990s: Canada, Latin America.... Greenwood Press, გვ. 465. ISBN 0-313-27418-5.