ადოლფი (გერმანიის მეფე)

ადოლფ ნასაუელი (გერმ. Adolf von Nassau; გ. 2 ივნისი, 1298) — გერმანიის მეფე 1292–1298 წლებში.

ადოლფი
Adolf von Nassau
გერმანიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 5 მაისი, 1292
მმართ. დასასრული: 23 ივნისი, 1298
წინამორბედი: კონრად II
მემკვიდრე: ალბრეხტ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1255
გარდ. თარიღი: 2 ივლისი, 1298

გერმანიის მეფედ არჩევამდე ადოლფი იყო ნასაუს გრაფი, ცხოვრობდა ვაისბადენში და სხვა დიდებულებს ემსახურებოდა. იგი ლამაზი და ძლიერი მამაკაცი იყო, ძლიერი მეომარი, განთქმული პირდაპირობით და განათლებით.

ადოლფი გერმანიის მეფედ 1292 წლის მაისში აირჩიეს, გარდაცვლილი რუდოლფ I ჰაბსბურგის ნაცვლად. გერმანელ დიდებულებს იმედი ჰქონდათ რომ ადოლფი უფრო მორჩილი იქნებოდა ვიდრე რუდოლფ ჰაბსბურგი. იგი მართლაც ბევრს დაპირდა კენჭისყრამდე, მაგრამ არჩევის შემდეგ კურფიურსტებისთვის სრულიად მოულოდნელად მოიქცა. იგი რუდოლფის მსგავსად ცდილობდა შეესყიდა მემკვიდრეობითი მამულები.

მან მოლაპარაკებები დაიწყო ინგლისის მეფე ედუარდ I-თან და დაპირდა საფრანგეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას, რისთვისაც 100 000 გირვანქა სტერლინგი მიიღო, მაგრამ ადოლფმა მოატყუა ინგლისის მეფე. ამ ფულით მან აღჭურვა ჯარი და 1294 წელს ჩაერია ტიურინგის ლანდგრაფისა და მისი პირველი ქორწინების შვილების ომში. ამ ომით ადოლფის მტრებმა ისარგებლეს და მის წინააღმდეგ გაილაშქრნენ. 1298 წლის თებერვალში გერმანელი დიდებულები ვენაში შეიკრიბნენ და ავსტრიის ჰერცოგ ალბრეხტთან მოილაპარაკეს ადოლფის ჩამოგდების თაობაზე. ადოლფსა და ალბრეხტს შორის ომი დაიწყო. ივნისში კურფიურსტები მაინცში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ართმევენ მეფეს ძალაუფლებას და დაადანაშაულეს ადოლფი სამოქალაქო ომის გაჩაღებაში, ეკლესიის შეურაცხყოფაში და დიდებულთა უფლებების დარღვევაში. ახალ მეფედ ალბრეხტ ავსტრიელი გამოაცხადეს.

ალბრეხტი გელგეიმის მახლობლად გამაგრდა. 2 ივნისს, გამთენიისას ადოლფმა შეუტია ავსტრიელებს. მათ მოჩვენებით უკან დაიხიეს და მეფის ჯარები მხედრებისთვის არახელსაყრელ პოზიციაზე შეიტყუეს. გაჩაღდა ბრძოლა, ადოლფი ჯარისკაცებთან ერთად იბრძოლა და შუადღისკენ იგი მოკლეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва.
  • Gerlich, Alois (1994). „Adolf von Nassau (1292 - 1298) - Aufstieg und Sturz eines Königs, Herrscheramt und Kurfürstenfronde“. Nassauische Annalen (German). Wiesbaden. 105: 17–78.
  • Even, Pierre (1998). „Das Bildnis König Adolfs von Nassau im Frankfurter Kaisersaal (The Portrait of King Adolf of Nassau in the Frankfurt Hall of Emperors)“. Nassauische Annalen (German). Wiesbaden. 109: 73–89.
  • Herde, Peter (1995). "From Adolf of Nassau to Louis of Bavaria, 1292-1347," in (1995) რედ. Rosamond McKitterick, Timothy Reuter, David Abulafia, Michael Jones, and C. T. Allmand: The New Cambridge Medieval History - Volume 6: c.1300-c.1415. Cambridge University Press. ISBN 0-521-36290-3. 
  • Jeep, John M. (2001). Medieval Germany: An Encyclopedia. Routledge, გვ. 928. ISBN 0-8240-7644-3. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება