ადმირალ მაკაროვის ძეგლი (კრონშტადტი)
ადმირალ მაკაროვის ძეგლი (რუს. Памятник адмиралу Макарову) — ძეგლი კრონშტადტში, რომელიც აღმართეს 1913 წელს, რუსი ფლოტის მეთაურის, ოკეანოგრაფის, პოლარეთის მკვლევრის, გემთმშენებლისა და ვიცე-ადმირალის სტეფან მაკაროვის პატივსაცემად. ძეგლის პროექტის ავტორია მოქანდაკე ლეონიდ შერვუდი. ძეგლი მდებარეობს ღუზის მოედანზე კრონშტადტის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძრის წინ.
ადმირალ მაკაროვის ძეგლი Памятник адмиралу Макарову | |
---|---|
კოორდინატები | 59°59′29″N 29°46′30″E / 59.9914° ჩ. გ. 29.775° ა. გ. |
მდებარეობა | კრონშტადტი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | ლეონიდ შერვუდი |
სიმაღლე | 8,5 მ. |
დაწყების თარიღი | 1911 |
დასრულების თარიღი | 1913 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირება1910 წელს კრებაზე, რომელიც ეძღვნებოდა ვიცე-ადმირალ ს. მაკაროვის ხსოვნას, დაარსდა კომიტეტი, რომელსაც უნდა შეეგროვებინა ფინანსები ძეგლის ასაშენებლად[1]. მოიწონეს მოქანდაკე ლეონიდ შერვუდის პროექტი, ხოლო ძეგლის დამონტაჟების ადგილად შეარჩიეს კრონშტადტის ღუზის მოედანი საზღვაო ტაძრის წინ მდებარე ტერიტორია.
ს. მაკაროვის ქანდაკება ჩამოასხეს ბრინჯაოსაგან სანქტ-პეტერბურგში კარლ რობეკის ქარხანაში. აქვე დაამზადეს ძეგლის ბარელიეფები.
გრანიტის კლდე, რომელზეც აღმართეს ვიცე-ადმირალის სკულპტურული პორტრეტი, განკუთვნილი იყო პავლე I-ის ძეგლისათვის, მაგრამ ბარჯა, რომელსაც კლდე მიჰქონდა ვიბორგიდან სანქტ-პეტერბურგში, ჩაიძირა ვიბორგის ყურეში. ასსამოცწლიანი კლდე, რომელიც ასი წელი ზღვის ფსკერზე იყო, 1911 წელს წყლიდან ამოიღეს ნიკოლოზ II-ის ბრძანებით. 1913 წელს იგი დადგეს კრონშტადის პეტრეს პარკში.
კვარცხლბეკის დასამონტაჟებლად მოამზადეს ბაზა, მოპირკეთებული მარმარილოთი.
ღუზების ჯაჭვი და ღუზები, რომელიც ძეგლს ღობის ნაცვლად ჰქონდა შემოვლებული, მიიტანეს კრონშტადტის სამხედრო ნავსადგურიდან[2].
1913 წლის 24 ივლისს (ახ. სტილით 6 აგვისტო) ძეგლი გახსნეს ნიკოლოზ II-ის მონაწილეობით.
ზომები და კომპოზიცია
რედაქტირებაქანდაკების სიმაღლეა - 3,55 მეტრი, კვარცხლბეკის სიმაღლე კი - 5 მ.
კვარცხლბეკის სამი მხრიდან განლაგებულია ბარელიეფები, რომელიც ეძღვნება ს. მაკაროვის ცხოვრების ეტაპებს. ბარელიეფი მარცხენა მხრიდან გამოხატავს ოსმალების გემის აფეთქებას რუსეთ-ოსმალეთის ომების პერიოდში. 1878 წელს ს. მაკაროვმა პირველმა წარმატებით გამოსცადა ტორპედოს რაკეტები ბათუმის რეიდზე. შედეგად ჩაიძირა მტრის ხომალდი „ინტიბახი“. მეორე ბარელიეფი გამოხატავს ყინულმჭრელ „ერმაკის“ ცურვას. მესამე გამოსახულებაზე გამოსახულია ჯავშნოსან „პეტროპავლოვსკის“ აფეთქება, რომლის დროსაც დაიღუპა თავად მაკაროვი.
ს. მაკაროვი დგას ქარის საწინააღმდეგოდ, რაზეც მიუთითებს მისი შინელის მიმართულება. მარჯვენა ხელ შინელის ჯიბეში აქვს, ხოლო მარცხენა გაშვერილი აქვს ჰაერში, რითაც უჩვენებს გემის მიმართულებას ან თავისი ესკადრის მიზანს[3].
ძეგლის ქვეშ ფიცს დებენ ახალგაზრდა მეზღვაურები[4].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Морской интернет-клуб "Кубрик". Памятники С.О.Макарову. Новик А.С.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-13. ციტირების თარიღი: 28 мая 2008.
- Памятник адмиралу С. О. Макарову დაარქივებული 2016-09-01 საიტზე Wayback Machine.
- Памятник С. О. Макарову დაარქივებული 2012-06-15 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Энциклопедия Санкт-Петербурга. Памятник С.О. Макарову. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-25. ციტირების თარიღი: 25 мая 2008.
- ↑ Токарева Л.И. Памятник адмиралу Степану Макарову // Кронштадтский вестник. — 2005.
- ↑ В. Ю. Грибовский. Катастрофа 31 марта 1904 года (гибель броненосца «Петропавловск»). — СПб.: Гангут, выпуск № 4, 1992. — c.49
- ↑ Семанов С.Н. Макаров. — М.: Молодая гвардия, 1972. — 288 с.