ადიპინმჟავა
ადიპინმჟავა — ორფუძიანი ორგანული მჟავა, НООС(СН2)4СООН. უფერო კრისტალები, tდნ 149-150°C, კარგად იხსნება წყალში, ეთილის სპირტში, ცუდად — ეთერში. მიიღება უმთავრესად ციკლოჰექსანონის დაჟანგვით. იყენებენ სინთეზური პოლიამიდური ბოჭკოს, პლასტიფიკატორების და სხვათა მისაღებად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 92.