ადვენტიური ორგანიზმები

ადვენტიური ორბანიზმებიმცენარეები და ცხოველები, რომლებიც მათი ბუნებრივი ადგილსამვოფელიდან ადამიანმა უნებლიეთ ამა თუ იმ მხარეში გაიტანა ან გაიყვანა. ადვენტიური ორგანიზმები სხვადასხვა გზით ვრცელდება. სათესლე ან სარგავი მასალის, სავაჭრო საქონლის, ბარგის, წარმოების პროდუქტების გადატანა-ტრანსპორტირებით და სხვ. ადვენტიურ მცენარეთა შორის მეტი წილი სარეველაა, ხოლო ცხოველთაგან უმრავლესობა პარაზიტია. ადვენტიური მცენარეებიდან საყურადღებოა ჩრდილოეთ ამერიკული ჭიაფერა, ვირჯინიული ურო, აღმოსავლეთაზიური წითელი ჭინჭარი, რომლებიც უმთავრესად კოლხეთის სუბტროპიკებშია გავრცელებული. ადვენტიური ცხოველებიდან აღსანიშნავია სახლის თაგვი, ვირთაგვა, ტარაკანი, ტილი, რწყილი, ბაღლინჯო და სხვა, რომლებიც უკეე მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

ლიტერატურა

რედაქტირება