ადეპტი (ლათ. adeptus — „მიღწეული“) — რომელიმე მოძღვრების, იდეის თავგამოდებული დამცველი. მისი განსაზღვრება ვრცელდება როგორც პიროვნებისა თუ ორგანიზაციის ცოდნის, ისე მისი ხარისხის მიმართ დამოკიდებულებაზე. XIX საუკუნიდან ტერმინი აქტიურად გამოიყენება თეოსოფიაში, ოკულტიზმსა და ეზოთერიკაში, სადაც ხშირად ის აღნიშნავს შემდგარ ინიციაციას ან საიდუმლო ცოდნის მიმართ კონკრეტული ადამიანის განდობილობის დონეს. ტერმინი ასევე გამოიყენება ანტისაკულტო მოძრაობებში, სადაც ის ატარებს დამღის („სექტის ადეპტი“) ფუნქციას. მეცნიერთა აზრით აღნიშნული გზით ხდება საზოგადოებაში რელიგიური უმცირესობების სტიგმატიზაცია.

ლიტერატურა

რედაქტირება