ადელხანოვის ტყავის ქარხანა

ადელხანოვის ტყავის ქარხანა — ტყავის ქარხანა თბილისში, რომელიც გახსნა 1875 წელს კაპიტალისტმა გრიგოლ ადელხანოვმა.[1] 1886 წლიდან ქარხანაში ძირითადი საწარმო მექანიზებული იყო და იყენებდა ელექტროენერგიას. 1900 წელს საწარმოში დასაქმებული იყო 215 მუშა. ქარხანა ადგილზე ნედლეულს ამუშავებდა და ტყავით ამარაგებდა კავკასიის ჯარების საინტენდანტოს. ტყავის ნაწილს იყენებდნენ ამავე ქარხნის ფეხსაცმელების წარმოებაში, ხოლო დანარჩენს ასაღებდნენ მთელს კავკასიასა და ამიერ კავკასიის მხარეში. ადელხანოვის ტყავის ქარხნის პროდუქციის საერთო ღირებულება შეადგენდა 65 000 მანათს. 1900 წელს 750 000 მანათზე მეტს 1890-იან წლებში გ. ადელხანოვმა დააარსა სააქციო საზოგადოება (საქმიანობას შეუდგა 1897 წელს) რომელშიც გაერთიანდა ტყავ-ფეხსაცმლის და ქეჩის ყველა საწარმო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქარხანა გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში და დაერქვა ვლადიმერ ლენინის სახელობის №1 ქარხანა. 1995 წელს ამ ქარხნის ადგილას დაარსდა სააქციო საზოგადოება „ოქროს საწმისი“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 88.
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ , 2002. გვ.