ადგილობრივი ჯიში (სასოფლო-სამეურნეო ცხოველი)
ადგილობრივი ჯიში სასოფლო-სამეურნეო ცხოველისა — რომელიმე ქვეყნის ან კუთხის ადგილობრივი წარმოშობის ხალასად მოშენებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველი, რომელსაც სხვა ჯიშს არ უჯვარებენ. კარგად არის შეგუებული ადგილობრივ ჰავასა და სამეურნეო პირობებს და გამოირჩევა ზოგიერთი თავისებურებით. საქართველოში ადგილობრივი ჯიშიდან აღსანიშნავია იმერული ცხვარი, თუშური ცხვარი, თუშური ცხენი, ხევსურული ძროხა, კახური ღორი, მთის რუხი ქართული ფუტკარი, მეგრული ძროხა, მეგრული თხა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 87.