ადგილობრივი მმართველობა ფილიპინებში

ფილიპინებში ადგილობრივი მმართველობის ერთეულები სამ დონედ იყოფა: პროვინციები და დამოუკიდებელი ქალაქები; შემადგენელი ქალაქები და მუნიციპალიტეტები და ბარანგაები. ზოგიერთ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ბარანგაებზე უფრო დაბალი ადგილობრივი მმართველობის ერთეულები: სიტიოები და პუროკები გამოიყოფა. სიტიოებისა და პუროკების გარდა ადგილობრივი მმართველობის ყოველ ერთეულს საკუთარი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო ჰყავს. სიტიოებსა და პუროკებს ხშირად ბარანგაის კაპიტნები მართავენ.

ადგილობრივი მმართველობის იერარქია ფილიპინებში

პროვინციები და დამოუკიდებელი ქალაქები რეგიონების შემადგენლობაში შედის, მაგრამ ისინი ადმინისტრაციული რეგიონებია და საკუთარი არჩეული სამთავრობო ორგანოები არ ჰყავთ.

ფილიპინების კონსტიტუციის მიხედვით ადგილობრივი მმართველობის ერთეულებს „ადგილობრივი ავტონომია“ გააჩნიათ, რომლებშიც „ძირითად ზედამხედველობას“ ფილიპინების პრეზიდენტი ახორციელებს. 1991 წელს მიღებული ადგილობრივი მმართველობის კოდის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ერთეული შეიძლება არსებობდეს პროვინციის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის ან ბარანგაის სახით.[1] ყველა ადგილობრივ მმართველობით ერთეულს საკუთარი კანონმდებლები (Sanggunian) და აღმასრულებლები (გუბერნატორი, მერი ან ბარანგაის კაპიტანი) ჰყავს, რომლებსაც შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ერთეულის მოსახლეობა ირჩევს. 25-ე სექციის თანახმად, ფილიპინების პრეზიდენტი პროვინციებსა და დამოუკიდებელ ქალაქებს სააგენტოების მეშვეობით ზედამხედველობს. ადგილობრივი მმართველობის ერთეულები, რომლებიც ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ფილიპინების ამე-ის მთავარ დონეს წარმოადგენენ. პატეროსი არც ერთ პროვინციას მიეკუთვნება, მაგრამ ისიც ადგილობრივი მმართველობის პირველადი დონის ერთეულია.

ადგილობრივი მმართველობის დონეებირედაქტირება

 
ფილიპინების რეგიონებისა და პროვინციების რუკა

ავტონომიური რეგიონებირედაქტირება

ავტონომიურ რეგიონებს ადგილობრივი მმართველობის სხვა ერთეულებთან შედარებით უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ. ფილიპინების კონსტიტუცია მუსლიმურ მინდანაოსა და კორდილერის ადმინისტრაციულ რეგიონში ავტონომიური რეგიონის შექმნას ითვალისწინებს,[2] თუმცა დღეისთვის ფილიპინებში მხოლოდ ერთი ავტონომიური რეგიონი არსებობს: ბანგსამორო, რომელმაც მუსლიმურ მინდანაოში ავტონომიური რეგიონი ჩაანაცვლა. 1989 წელს ჩატარებული პლებისციტის შესაბამისად ჩამოყალიბებული ავტონომიურ რეგიონს 2001 წლის პლებისციტის შემდეგ ბასილანი და მარავი შეუერთდა. ქალაქი ისაბელა ბასილანის პროვინციის შემადგენლობაში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ავტონომიურ რეგიონში შესვლას მხარი არ დაუჭირა. 2019 წელს ჩატარებული პლებისციტის შემდეგ მუსლიმურ მინდანაოში ავტონომიური რეგიონი ბანგსამორომ ჩაანაცვლა, რომელსაც ქალაქი კოტაბატო და კოტაბატოს პროვინციის 63 ბარანგაი დაემატა.[3]

კორდილერის ავტონომიური რეგიონი არასდროს ჩამოყალიბებულა, რადგანაც 1990 და 1998 წლებში ჩატარებული პლებისციტების დროს ავტონომიას მხოლოდ ერთმა პროვინციამ დაუჭირა მხარი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მხოლოდ ერთ პროვინციას ავტონომიური რეგიონის სტატუსის მოპოვება არ შეუძლია.

ყოველ ავტონომიურ რეიგონს უნიკალური მმართველობის ფორმა აქვს. მუსლიმურ მინდანაოში ავტონომიურ რეგიონს რეგიონული გუბერნატორი და რეგიონული საკანონმდებლო ასამბლეა მართავდა, რაც ქვეყნის საპრეზიდენტო სისტემის შესაბამისი იყო. ორგანული კანონის შესაბამისად ბანგსამოროში საპარლამენტო დემოკრატიაზე გადასვლის პროცესი მიმდინარეობს, რის სემდეგაც ავტონომიურ რეგიონს ცერემონიული, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება ეყოლება.[4]

პროვინციებირედაქტირება

ავტონომიური რეგიონის შემდეგ ყველაზე მაღალი დონის ავტონომიური მმართველობის ერთეულები პროვინციებია. პროვინციები შემადგენელ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს მოიცავს. პროვინციებს საკუთარი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ჰყავთ.[1]

ქალაქები და მუნიციპალიტეტებირედაქტირება

ფილიპინების მუნიციპალური მმართველობა სამ დონედ იყოფა: დამოუკიდებელ ქალაქებად, შემადგენელ ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად. ფილიპინების ქალაქების ნაწილს „დამოუკიდებელი ქალაქების“ სტატუსი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პროვინციის მიერ არ იმართება, თუნდაც ქალაქში პროვინციული კაპიტოლიუმი მდებარეობდეს (როგორც ეს ილოილოშია). დამოუკიდებელი ქალაქის მკვიდრები პროვინციის მოხელეებს არ ირჩევენ. ფილიპინებში არსებობს შემადგენელი ქალაქებიც, რომლებიც პროვინციების ნაწილშია. მუნიციპალიტეტები ყოველთვის პროვინციების შემადგენლობაში შედიან, გარდა პარეტოსისა, რომელიც ფილიპინების ერთადერთი დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტია.[1]

ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი მეთაურები მერები არიან. ქალაქების საკანონმდებლო ორგანო Sangguniang Panlungsod (საქალაქო საბჭო), ხოლო მუნიციპალიტეტების საკანონმდებლო ორგანო Sangguniang Bayan-ია (მუნიციპალური საბჭო).

ბარანგაებირედაქტირება

 
ბარანგაების რაოდენობა ფილიპინების პროვინციების მიხედვით

ფილიპინების ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი ბარანგაებად იყოფა, რომლებიც ადგილობრივი მმართველობის ყველაზე დაბალი დონის ერთეულებია.[5] ბარანგაები შეიძლება დაიყოს სიტიოებად და პუროკებად, მაგრამ ეროვნული მთავრობის მიერ ჩატარებულ არჩევნებში მათ ხელმძღვანელებს არ ირჩევენ. ბარანგაის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ბარანგაის კაპიტანია, ხოლო საკანონმდებლო ორგანო Sangguniang Barangay, ბარანგაის საბჭოა, რომელიც გარდა საბჭოს წევრებისა, ბარანგაის კაპიტნითა და ახალგაზრდა საბჭოს წარმომადგენლითაა დაკომპლექტებული.[6]

მმართველობარედაქტირება

ადგილობრივი მმართველობა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მეშვეობით ხორციელდება. ფილიპინების ყველა სასამართლო უზენაესი სასამართლოს დაქვემდებარებაშია და ცალკე ადგილობრივი მმართველობის ერთეულებში სასამართლოები არ არსებობს. ადგილობრივი მმართველობის ერთეულებს პროკურორები და უფლებათა დამცველები არ ჰყავთ. მუსლიმურ მინდანაოში ბანგსამოროს ავტონომიურ რეგიონში აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური რეგიონული გუბერნატორია, პროვინციებში — გუბერნატორები, ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში — მერები, ხოლო ბარანგაებში — კაპიტნები.[7]

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Congress of the Philippines. (October 10, 1991) Republic Act No. 7160 – An Act providing for a Local Government Code of 1991. ციტირების თარიღი: August 10, 2019
  2. Republic of the Philippines. (1987) The 1987 Constitution of the Philippines – Article X, Local Government. ციტირების თარიღი: August 9, 2019
  3. Congress of the Philippines. (July 27, 2019) Republic Act No. 11054 – An Act providing for the Organic Law for the Bangsamoro Autonomous Region in Muslim Mindanao, repealing for the purpose Republic Act No. 6734, entitled "An Act Providing for an Organic Act for the Autonomous Region in Muslim Mindanao," as amended by Republic Act No. 9054, entitled "An Act to Strengthen and Expand the Organic Act for the Autonomous Region in Muslim Mindanao". ციტირების თარიღი: August 10, 2019
  4. Quintos, Patrick (January 25, 2019). „After Bangsamoro Organic Law is ratified, now comes the hard part“. ABS-CBN News. ციტირების თარიღი: January 26, 2019. ციტატა: „The autonomous Bangsamoro government will be parliamentary-democratic, similar to the United Kingdom, and based on a political party system.“
  5. barangay (June 25, 2015). ციტირების თარიღი: November 5, 2015
  6. The Barangay. Chan Robles Law Library.
  7. Local Government Code of the Philippines, Book III დაარქივებული October 31, 2014, საიტზე Wayback Machine. , Department of Interior and Local Government official website.