ადგილის დედა (ვაშლიანი)
ადგილის დედა — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლიანის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმის კვადრებიც. ძლიერაა დაზიანებული: ჩამოშლილია ეკლესიის საბურავი და კამარის დიდი ნაწილი, დანგრეულია სამხრეთ კედელი. მონგრეულია აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ზედა ნაწილები, იატაკი ჩამონაშალი ქვებითა და მიწით წარმოქმნილი, დაახლოებით 1 მეტრი სიმაღლის ფენითაა დაფარული.
შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით კონქით გადახურული, ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მის გვერდებზე კი თითო ოთხკუთხა ნიშია მოწყობილი. გარედან სარკმელი თარაზულადაა გადახურული.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე მ., კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 101.