ადაპტრაციომორფოზი
ადაპტაციომორფოზი (ადაპტაცია...და ბერძ. morphe — ფორმა, სახე), ადაპტიომორფოზი — ორგანიზმის კონკრეტული ადაპტიური ფორმის განვითარების, ცვლისა და გარდაქმნის ისტორიული (ფილდგენეზური) პროცესი. ტერმინი შემოღებულია რუსი ბიოლოგის ი. შმალგაუზენის მიერ. ადაპტაციების განვითარებას, ცვლასა და გარდაქმნას ჩვეულებრივ განიხილავენ მათ აღმოცენებასთან ერთად და აერთიანებენ ადაპტაციოგენეზის ცნებაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 85.