ადაპტაციის დონე
ადაპტაციის დონე — პოზიცია (სკალა), რომლის საფუძველზეც ადამიანი აფასებს გამღიზიანებლის ინტენსივობას.
სინათლის, ბგერის, საგნის სიდიდის, სიმძიმის, ტემპერატურის და სხვა თვისებების შეფასების დროს ადამიანი იყენებს გარკვეულ სკალას, „მასშტაბს“, რაღაც „საშუალო“ სიდიდის გამღიზიანებელს, რომლის საფუძველზეც ამა თუ იმ გამღიზიანებელს განიცდის როგორც ძლიერი. საშუალო ან სუსტი ინტენსივობის მქონეს. მაგალითად, ტემპერატურა შეიძლება განვიცადოთ როგორც ცხელი, თბილი, გრილი, ცივი და ა. შ.; გამაღიზიანებლის ეს „საშუალო“ სიდიდე გამოხატავს ადამიანის ადაპტაციის დონეს.
ცალკეულ ინდივიდებს სხვადასხვა ადაპტაციის დონე ახასიათებს. ადაპტაციის დონეზე გავლენას ახდენს გამოცდილება, შესაფასებელი სტიმულის და იმ სტიმულის ინტენსივობა, რომელთან მიმართებაშიც განვიცდით შესაფასებელ სტიმულს. ადაპტაციის დონის ცვალებადობა დაკავშირებულია პიროვნების ისეთ თავისებურებებთან, როგორიცაა დინამიკურობა, რიგიდობა, ადაპტიურობა და სხვ. ამიტომ ადაპტაციის დონის საშუალებით შესაძლებელი ხდება პიროვნების ზოგიერთ ფსიქოლოგიურ თავისებურებათა დახასიათება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 84.