ადაპტაცია (ფსიქოლოგია)
ადაპტაცია ფსიქოლოგიაში — შეგრძნების ორგანოების გრძნობიერების ცეალებადობა ამა თუ იმ გამღიზიანებლის ზემოქმედების შედეგად (მაგალითად, თვალის შეგუება სინათლისა ან სიბნელისადმი). ადაპტაცია შეიძლება ქონდეს შეგრძნების ორგანოს გრძნობიერების როგორც გაძლიერების (ძლიერი გამღიზიანებლის შემდეგ სუსტ გამღიზიანებელზე გადასელისას) , ისე შესუსტების (სუსტი გამღიზიანებლის შემდეგ ძლიერ გამღიზიანებელზე გადასვლის) დროს. ადაპტაცია დამახასიათებელია ყველა მოდალობის შეგრძნებისათვის. განსაკუთრებით ძლიერია მხედველობის, ყნოსვის, გემოსა და კანის შეგრძნებაში, უფრო სუსტია სმენისა და ტკივილის შეგრძნებაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 84.