ადანის არქეოლოგიური მუზეუმი

ადანის არქეოლოგიის მუზეუმი (თურქ. Adana Arkeoloji Müzesi) — მუზეუმი ადანაში, სადაც დაცულია კილიკიის ისტორიული მემკვიდრეობა. ეს არის ერთ-ერთი უძველესი არქეოლოგიური მუზეუმი თურქეთში.[1]

ადანის არქეოლოგიური მუზეუმი

ქანდაკება თელ-ჰალაფიდან
36°59′41″ ჩ. გ. 35°18′49″ ა. გ. / 36.99472° ჩ. გ. 35.31361° ა. გ. / 36.99472; 35.31361
დაარსდა 1919
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა ადანის პროვინცია და Seyhan
სტატუსი არქეოლოგიური
ოფიციალური საიტი https://www.muze.gov.tr/tr/muzeler/adana-arkeoloji-muzesi
Map
 
 
 

ადანის არქეოლოგიური მუზეუმი დაარსდა 1919 წელს კილიკიის ფრანგული მმართველობის პერიოდში. კოლექცია თავდაპირველად შეიცავდქა სხვადასხვა ექსპონატებს, რომლებიც აღმოაჩინეს ადგილობრივმა სამოქალაქო პირებმა და ფრანგმა სამხედროებმა. კონსტანტინოპოლის საიმპერატორო მუზეუმთან დადებული შეთანხმების თანახმად სილიფკეში არსებული გარკვეული სიძველეები ადანის მუზეუმს გადაცემა.[2][3] 1924 წელს რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ, ადანელი ალიანაქზადე ჰალილ ქამილ ბეი დაინიშნეს მუზეუმის დირექტორად, ხოლო 1928 წელს კოლექცია გადაიტანეს ჯაფერ ფაშას მეჩეთის მედრესეში, რის შემდეგაც გაიხსნა საზოგადოებისთვის.

მუზეუმი გადაიტანეს შენობაში, რომელშიც ადრე განთავსებული იყო ეთნოგრაფიული მუზეუმი. აქ თავი მოიყარა კილიკიის ადრეული ხანის ნივთებმა, რომლებიც აღმოაჩინეს თარსუსში (გოზლუკულეში, 1934), მერსინში (იუმუქთეფე, 1936), ჯეიჰანში (სირქელი, 1938) და იურეღირში (მისისი,1958) ჩატარებული გათხრების დროს. მუზეუმი ქალაქის ცენტრში ახალ ადგილას გადავიდა 1972 წლის 7 იანვარს.

თუმცა, 2010-იან წლებში ახალი, ბევრად უფრო დიდი ადანის მუზეუმი შეიქმნა ცენტრიდან დასავლეთით რამდენიმე კილომეტრში ყოფილი ეროვნული ტექსტილის ქარხანაში. აქ განთავსებული იქნება სამუზეუმო კომპლექსი, რომელშიც გაერთიანდება ქალაქის მუზეუმი, სოფლის მეურნეობის მუზეუმი, მრეწველობის მუზეუმი, ეთნოგრაფიის მუზეუმი, საბავშვო მუზეუმი და მოზაიკის მუზეუმი. 2019 წელს გაიხსნა არქეოლოგიური განყოფილება. ბევრი ობიექტი, რომელიც ადრე ძველი მუზეუმის ბაღში იყო, ახლა შენობაშია და დაცულია. [4][5]

კოლექციები

რედაქტირება

მუზეუმში დაცულია ხეთების პერიოდის მრავალი არტეფაქტი, როგორიცაა ღმერთის ქანდაკება ეტლზე და მრავალი სტელა. ასევე უხვადაა ადრინდელი და გვიანდელი პერიოდის ობიექტები (ნეოლითი, ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა, არქაული, რომაული, ბიზანტიური, ოსმალური). რომაული ექსპონატები მოიცავს სარკოფაგებს მდიდარი გირლანდის დეკორაციებით, დოქებით, წარწერებით, სამსხვერპლოებით და სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტებით, მინის ნაწარმით, კერამიკითა და სამკაულებით. რეგიონში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები ცალკეა გამოფენილი. მარმარილოს სარკოფაგი თარსუსიდან, რომელის ზედა რელიეფზე გამოსახულია ტროას ომების ამბები, რომელიც ცნობილია როგორც აქილევსის სარკოფაგი. აქვეა დაცული მედუზას სარკოფაგი უძველესი ქალაქ ავგუსტადან, რომელიც ჩაძირული იყო სეიჰანის კაშხლის წყალსაცავის ქვეშ და ქარათაშში აღმოჩენილი ნატურალური ზომის ბრინჯაოს ქანდაკება ძველი ქალაქ მაგარსუსიდან.

მუზეუმში დაცულია ერთადერთი ცნობილი წარწერა, სადაც მოხსენიებულია ახ. წ. III-IV საუკუნეების მოღვაწე აპოლონიოს ტიანელი.

  1. Nedim Dervişoğlu: Das Neue Archäologische Museum von Adana. Von der Textilfabrik zum Fenster in die Geschichte Kilikiens. In: Antike Welt. Nr. 3/2018 წ. Zabern-Verlag, Mainz/Darmstadt 2018, S. 86–89.
  2. Shaw, Wendy. Possessors and Possessed: Museums, Archaeology, and the Visualization of History in the Late Ottoman Empire, გვ. 213–214. 
  3. Von Der Osten, Hans. Explorations in Hittite Asia Minor in 1929, გვ. 45. „In the afternoon we visited the small but important museum opened during the French occupation“ 
  4. Adana Archaeology Museum
  5. Sabah, Daily. (2017-05-19) Turkey's largest museum complex unveiled in Adana en-US. ციტირების თარიღი: 2022-12-09