ადამსის მთა (ინგლ. Mount Adams) — მთა ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე, უესტ-კოსტის რეგიონში. მდებარეობს დასახლება ჰარიჰარიდან 19 კმ-ით სამხრეთით და აღწევს 2 208 მეტრს ზღვის დონიდან.[1]

ადამსის მთა
კოორდინატები: 43°26′ ს. გ. 170°52′ ა. გ. / 43.433° ს. გ. 170.867° ა. გ. / -43.433; 170.867
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე 2208 
ქედი სამხრეთი ალპები
ადამსის მთა — ახალი ზელანდია
ადამსის მთა

აღმართულია სამხრეთ ალპების მთავარი წყალგამყოფის დასავლეთით და კვებავს მდინარე ფატაროისა და პოერუის აუზებს. ორივე მათგანი ტასმანის ზღვაში ჩაედინება. სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე გაწოლილია ორი პატარა მყინვარი.

  1. Pat Barrett, 17 August 1999, "Top From the Top" დაარქივებული 2013-02-07 საიტზე Wayback Machine. , Christchurch Press, pg. 36.