ადამიანის უფლებები მონღოლეთში
ადამიანის უფლებები მონღოლეთში — 1990 წელს დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ, მონღოლეთმა აღიარა ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების კონცეფცია. ერთ–ერთი უფლებათდამცველი ორგანიზაციის თანახმად, „ადამიანის უფლებათა კანონი“ მონღოლეთის იურიდიულ სისტემაში სწრაფად ფართოვდება.” [1] 2000 წლის სექტემბერში მონღოლეთმა ცალმხრივად მიიღო ეგრეთ წოდებული „ათასწლეულის 9 მიზანი“, რომელიც არის „ადამიანის უფლებების განმტკიცება და დემოკრატიული მმართველობის განვითარება“. 2012 წელს ჯაკარტა ფოსტაში, ინდონეზიის საზოგადოების გენერალურმა მდივანმა, რომელიც „მონღოლეთში დემოკრატიისა და რეფორმების პირველ დემონსტრაციებს ხელმძღვანელობდა“, წერდა, რომ „თავისუფლება და ადამიანის უფლებები“ არის მისთვის საგრძნობი საკითხი. [2] 2011 წელს ნიუ-იორკში აზიის საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ელბეგდორჟ ცახიამ თქვა: „თავისუფლება, ადამიანის უფლებები, სამართლიანობა, კანონის უზენაესობა და ამ ფასეულობებით სარგებლობა შეუძლიათ ღარიბ ხალხს, მონღოლეთის ღარიბ მესაქონლესაც კი“. მისი თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის სურვილი, „ყოველთვის არსებობს“, ყველა ადამიანში. „ზოგჯერ ეს სურვილი შეიძლება განადგურდეს ტირანიით. მაგრამ ისევ გაიზრდება. ეს მონღოლეთია“. [3]
კომუნიზმის დასრულების შემდეგ მონღოლეთის ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მიუხედავად, „ძველი ტოტალიტარული რეჟიმის მემკვიდრეობა“, დამკვირვებლის აზრით, „უარყოფით გავლენას ახდენს მონღოლეთში ადამიანის უფლებების რეალიზებაზე“. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ფართოდ არის გავრცელებული და სამართალდამცავი ორგანოები „სათანადო პატივს არ სცემენ ხალხის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას“. მიუხედავად იმისა, რომ მედია ხშირად იუწყება ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ, „ადამიანების უმეტესობას, ადვოკატებისა და პროფესორების გარდა, არ აქვთ სისტემური ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ, რათა შეძლონ ადამიანის უფლებების შესახებ ახალი ამბების სათანადოდ შეფასება. . . . მოქალაქეები ადამიანის უფლებების რეალური მნიშვნელობის დანახვას იწყებენ მხოლოდ უსამართლობით დატანჯვის შემდეგ.“ [4]
ექსტრემალური სიღარიბის და გაეროს სპეციალური მომხსენებლის მოხსენებაში, მონღოლეთში ადამიანის უფლებების შესახებ, 2012 წლის დეკემბერში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მონღოლეთი „ამჟამად განიცდის რესურსების დიდ ბუმს, ქვეყანა, თავის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე დრამატული გარდაქმნის ზღვარზეა“, მინერალური სიმდიდრის მოპოვებითა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვით „2020 წლისთვის ეროვნული ეკონომიკის გასამმაგებას აპირებდნენ“, მაგრამ ქვეყანა, „იმედგაცრუების ფონზე, განაწილებულია ადამიანის განვითარების საერთაშორისო ინდექსის უარეს ქვეყნებს შორის (110-ე 187–დან 2011 წლის ადამიანის განვითარების განვითარების ინდექსის მიხედვით)”. [5]
მონღოლეთში ადამიანის უფლებების სერიოზულ პრობლემებს შორისაა პოლიციისა და უსაფრთხოების სექტორი: პოლიციის მიერ პატიმართა მიმართ ძალის ბოროტად გამოყენება, სამართალდამცავი ორგანოების უთანასწორობა, არასათანადო პირობები ციხეში, თვითნებური დაპატიმრება, წინასწარი პატიმრობა დიდი ხნის განმავლობაში, სასამართლო კორუფცია, მედიის დამოუკიდებლობა, სამთავრობო საიდუმლოებები, ოჯახში ძალადობა და ტრეფიკინგი. აკრძალულია დისკრიმინაცია „ეთნიკური წარმოშობის, ენის, რასის, ასაკის, სქესის, სოციალური წარმოშობის ან სტატუსის საფუძველზე“ და არსებობს ოფიციალური სექსუალური თანასწორობა „პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ სფეროებსა და ოჯახში“. [6] ბოლო დროს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მონღოლეთში სამთო მრეწველობის სწრაფ გაფართოებას, რამაც მავნე ზეგავლენა იქონია ადგილობრივი მეცხვარეების გარემოზე, მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და პროფესიულ პერსპექტივებზე.
სიკვდილით დასჯის გაუქმება
რედაქტირება2010 წლის 14 იანვარს, ქვეყნის პრეზიდენტი ცაჰიაგინ ელბეგდორჟიმ განაცხადა, რომ, მისი პრეროგატივა იქნებოდა შეეწყალებინა ყველა ის ადამიანი, რომელსაც სიკვდილი მიუსაჯეს. მან თქვა, რომ მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გააუქმა სიკვდილით დასჯა და მონღოლეთმა მათ უნდა მიბაძოს. მისი ვარაუდით, სიკვდილით დასჯა შეიცვლებოდა ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთით.
2012 წლის იანვარში, მონღოლეთის პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები კანონში, რომელიც შეუერთდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონვენციის მე-2 არჩევით ოქმს. მონღოლეთი გახდა კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, რომელიც ითვალისწინებს სიკვდილით დასჯის გაუქმებას. [7]
ინსტიტუციონალიზებული კორუფცია
რედაქტირებაკორუფცია მთავარი პრობლემაა მონღოლეთის მთავრობასა და სამართალდამცავი ორგანოების მასშტაბით და არასაკმარისი ზედამხედველობაა არც ოფიციალური უწყებების, არც დამოუკიდებელი მედიის მიერ. ასევე, პარლამენტის წევრების იმუნიტეტი დევნისგან ხელს უწყობს კორუფციას და იცავს დამნაშავეებს სასჯელისგან.
ქალთა უფლებები
რედაქტირებახელისუფლება არ ერევა ოჯახების უფლებებში, მათ შეუძლიათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება მშობიარობისა და აღზრდის შესახებ. არსებობს პრობლემები ჯანდაცვის მუშაკების პროფესიონალიზმის ნაკლებობის კუთხით.
ბევრი ქალი მათი ოჯახის მთავარი მარჩენალია. მონღოლეთის კანონი განსაზღვრავს, რომ ქალებმა და მამაკაცებმა თანაბარი ანაზღაურება უნდა მიიღონ იგივე საქმის შესრულებისთვის და ჰქონდეთ განათლების მიღების თანაბარი წინაპირობა, თუმცა ქალებს ეკრძალებათ გარკვეული სამუშაოები, რომლებიც გულისხმობს ფიზიკურ შრომას ან განსაკუთრებით საშიშია და ქალებს 55 წლის ასაკში ეძლევათ პენსია, კაცებზე 5 წლით ადრე.
ბავშვთა უფლებები
რედაქტირებახშირია ბავშვთა მიმართ ძალადობა და სექსუალური ძალადობა, განსაკუთრებით ღარიბ ოჯახებში და ხშირად ხდება, რომ ხელისუფლება სერიოზულად არ აღიქვამს ამ დანაშაულს. ბავშვთა პროსტიტუცია ასევე ხშირია და ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები არიან ბორდელების მფარველები. ზოგიერთი მეძავი ბავშვი, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება დაეხმაროს მას, ისჯება პროსტიტუციისთვის. ბევრი ობოლია და ბავშვების მიტოვება მთავარი საკითხია. კანონი არ ითვალისწინებს ამ დანაშაულის თავიდან აცილებას. ასობით ბავშვი ცხოვრობს ქუჩაში და ბავშვთა თავშესაფრები უხარისხოა. თავშესაფრებში მცხოვრები ბავშვები არ სწავლობენ სკოლებში. ხოლო, პირადობის მოწმობის გარეშე ბავშვებს უარს ეუბნებიან საავადმყოფოებში მკურნალობაზე. არსებობს შედარებით ახალი, კერძო დაფინანსებული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფრებში ბავშვების სწავლას, მაგრამ ეს არ არის მთავრობის მიერ დაფინანსებული ან ინიცირებული.
ლგბტ უფლებები
რედაქტირებაჰომოსექსუალობა არ არის გამოცხადებული კანონით, მაგრამ არსებობს კანონი „სექსუალური სურვილების უზნეო დაკმაყოფილების“ წინააღმდეგ. ლგბტ ცენტრმა მთავრობას დააკისრა წევრების ელექტრონული ფოსტის ანგარიშების მონიტორინგი. [6] 2009 წელს Human Rights Watch-მა მოუწოდა მონღოლეთის იუსტიციის მინისტრს „გააუქმოს სახელმწიფო სააგენტოს გადაწყვეტილება, უარყოს ლესბოსელთა, გეების, ბისექსუალთა და ტრანსგენდერითა ცენტრის ოფიციალური რეგისტრაცია ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ“. [8]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Amnesty International: Mongolia
- Amnesty International report: Attacks on freedom of expression
- Censorship in Mongolia: IFEX
- Globe International - A freedom of expression advocacy group in Mongolia
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Law and Human Rights Internships in Mongolia. Projects Abroad. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 6, 2013. ციტირების თარიღი: January 3, 2013.
- ↑ Mongolia: Caught between democratization and Rio Tinto. The Jakarta Post. ციტირების თარიღი: January 3, 2013.
- ↑ Mongolia's President Says Human Rights 'Universal'. Asia Society. ციტირების თარიღი: January 3, 2013.
- ↑ Human Rights Education in Mongolian Schools: Present State and Challenges. HUrights Osaka. ციტირების თარიღი: January 3, 2013.
- ↑ United Nations Special Rapporteur on extreme poverty and human rights. United Nations Development Programme. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: January 3, 2013.
- ↑ 6.0 6.1 2010 Human Rights Report: Mongolia. US Department of State. ციტირების თარიღი: January 3, 2013.
- ↑ Mongolia takes 'vital step forward' in abolishing the death penalty (5 January 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 8 August 2012.
- ↑ Mongolia Rebuffs Lesbian, Gay, Bisexual, and Transgender Organization. Human Rights Watch. ციტირების თარიღი: January 4, 2013.