ადამიანის უფლებები აღმოსავლეთ ტიმორში
აღმოსავლეთი ტიმორი არის მრავალპარტიული საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1.1 მილიონია [1] . ინდონეზიის ოკუპაციის 24 წლის განმავლობაში (1975 წლიდან) და 1999 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ, ინდონეზიელმა მილიციელებმა მრავალჯერ დაარღვიეს ადამიანის უფლებები. [2] ქვეყანამ დამოუკიდებლობა 2002 წელს მოიპოვა, 2007 წელს ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. გაეროს ინტეგრირებული მისია აღმოსავლეთ ტიმორში (UNMIT) და საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები რჩებიან ქვეყანაში. [3]
არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ეხება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას და თვითნებურ დაპატიმრებას. ასევე საგანგაშოა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, განათლების უფლება და ოჯახური ცხოვრების უფლება. ქალთა და ბავშვთა უფლებებისადმი მცირე პატივისცემაა, ოჯახში ძალადობა და სექსუალური ძალადობა ძირითადი პრობლემებია. [3]
კონსტიტუციური დაცვა
რედაქტირება2002 წელს მიღებული კონსტიტუცია ყოვლისმომცველია, თუმცა საჭიროა უფრო მეტი სისტემის დანერგვა. მაგალითად, კერძო საკუთრების, ჯანმრთელობისა და განათლების უფლება ბევრისთვის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი, არ არის დაცული შეკრების თავისუფლება [4] .
სამართლიანობის წარუმატებლობები
რედაქტირებაქვეყნის არაეფექტურმა იურიდიულმა სისტემამ, ადამიანის უფლებების კუთხით, შეშფოთება გამოიწვია. 2010 წელს ქვეყანას შეექმნა პრობლემები სამართლიანი სასამართლო პროცესების არარსებობის, პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენებისა და დაუსჯელობის გრძნობასთან დაკავშირებული წარსული დარღვევების გამო. [3]
სასამართლო სისტემა განიცდის პერსონალისა და რესურსების ნაკლებობას. მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს თვითნებურ დაპატიმრებას, მსგავსი დარღვევა მაინც შეიძლება მოხდეს, რადგან მოსამართლეები არ არიან ხელმისაწვდომი და დიდი ხნით ფერხდება სასამართლო პროცესი. [3] არსებობს გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სირთულეები, რადგან ტეტუმი და პორტუგალიური აღმოსავლეთ ტიმორის ოფიციალური ენებია, მაგრამ პორტუგალიური არის მთავარი იურიდიული ენა, რომელსაც მოსახლეობის უმეტესობა არ ფლობს. [2]
ასევე იყო ინფორმაცია პოლიციისა და თავდაცვის ძალების მხრიდან სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად მოქალაქეთა უფლებების დარღვევის შესახებ, როგორიცაა ცემა, ძალის გადაჭარბებული გამოყენება, დაშინება და მუქარა იარაღით. გაჟღერდა ბრალდებები პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ. [3]
გამოხატვის თავისუფლება
რედაქტირებააღმოსავლეთ ტიმორში სიტყვისა და პრესის თავისუფლება დაცულია კანონით და ამას მთავრობა პატივს სცემს. ასევე არსებობს აქტიური დამოუკიდებელი მედია, რომელიც ძირითადად ტელევიზიითა და რადიოთი მუშაობს, თუმცა ტელევიზიებსა და რადიოებზე წვდომა შეზღუდულია, ხოლო წვდომის პრობლემები ზღუდავს მაუწყებლობას დიდი ქალაქების გარეთ. [3]
შეკრების თავისუფლება
რედაქტირებააღმოსავლეთ ტიმორის კანონი მოითხოვს, რომ პოლიცია უნდა გააფრთხილონ ოთხი დღის ვადაში ნებისმიერი დემონსტრაციის ან გაფიცვის წინ, ხოლო დემონსტრაციების აკრძალვა ხდება მთავრობის შენობებთან ან დიპლომატიურ დაწესებულებებთან ახლომახლო. ამასთან, პრაქტიკაში დემონსტრაციები დაშვებულია წინასწარი შეტყობინებების გარეშე და რეგულირება იშვიათად ხორციელდება. [3]
ქალთა უფლებები
რედაქტირებააღმოსავლეთ ტიმორში ხშირად მიიჩნევა, რომ ქალებს აქვთ მამაკაცებზე ნაკლები სტატუსი, მიუხედავად კონსტიტუციისა, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას. [5] მათ შეინარჩუნეს ტრადიციული პატრიარქალური სოციალური სტრუქტურები, ქალების მარგინალიზაციის გზით. გოგონებს სკოლაში მხოლოდ რამდენიმე წლით აგზავნიან ხოლო ახალგაზრდა გოგონებს ზოგჯერ აიძულებენ დაქორწინებას. [6] გარდა ამისა, ზოგიერთ რეგიონში ტრადიცია ხელს უშლის ქალებს მემკვიდრეობის მიღებასა ან საკუთრების ფლობაში, მიუხედავად კონსტიტუციით გარანტირებული უფლებისა. [7]
ბავშვთა უფლებები
რედაქტირებაძირითადი საკითხებია ბავშვებზე ძალადობა, განათლების ნაკლებობა და საკვების სიმცირე. ბავშვთა ძალადობა, მათ შორის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და სექსუალური ძალადობა სერიოზული პრობლემაა აღმოსავლეთ ტიმორში. გარდა ამისა, ფიზიკური დასჯა კვლავ გამოიყენება სკოლაში და სახლში . [6] ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების უმეტესობა ოფიციალურად არ არის გაცხადებული და არსებობს არაადეკვატური სასამართლო საშუალებები. ასევე იყო ინფორმაცია არასრულწლოვანთა კომერციული სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ [3] და ბავშვთა შრომა ფართოდ არის გავრცელებული. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, მშობლები ამუშავებენ შვილებს, რათა დაფარონ დავალიანებები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Government of Timor-Leste,, “2010 Census Results: Timor-Leste’s population grows slower than projected”, 22 October 2010.
- ↑ 2.0 2.1 Amnesty International,, “Timor-Leste; Justice Delayed, Justice Denied”, 2 August 2011.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Bureau of Democracy, Human Rights, and Labor; U.S. Department of State,, “2010 Country Reports on Human Rights Practice; Timor-Leste”, 8 April 2011.
- ↑ Government of Timor-Leste,, “Constitution of the Democratic Republic of Timor-Leste”.
- ↑ Government of Timor-Leste,, “Constitution of the Democratic Republic of Timor-Leste”, ss 16 & 17.
- ↑ 6.0 6.1 Committee on the Rights of the Child,, “Concluding Observations: Timor Leste; CRC/C/TLS/CO/1”, 1 February 2008.
- ↑ Government of Timor-Leste,, “Constitution of the Democratic Republic of Timor-Leste”, s 54.