ადამიანის ტრიქოცეფალუსი
ადამიანის ტრიქოცეფალუსი (ლათ. Trichosephalus trichiurus) — პარაზიტული ჭია ნემატოდების კლასისა. დედლის სიგრძე 35-40 მმ-მდეა, ხოლო მამლისა — 30-40 მმ-მდე. სხეულის წინა ნაწილი ძაფისებრია, ბოლო — სპირალურად დახვეული. ბინადრობს ბრმა ნაწლავში, უფრო იშვიათად მსხვილ და სწორ ნაწლავებში, ჭიანაწლავში. ძაფისებრი ნაწილით შეჭრილია ლორწოვან გარსში და იკვებება ადამიანის სისხლით. თითოეული დედალი დღე-ღამეში 1000-3500-მდე კვერცხს დებს, რომელიც ფეკალურ მასასთან ერთად გარეთ გამოიყოფა. ერთი თვის ან თვენახევრის განმავლობაში კვერცხში ყალიბდება ლარვა. ადამიანის ორგანიზმში ლარვა ხვდება დაბინძურებულ წყალთან ერთად. კვერცხიდან გამოჩეკილი ლარვა გადადის მსხვილ ნაწლავში და სქესობრივად მწიფდება. იწვევს დაავდაება ტრიქოცეფალოზს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 81.