მსხვილი ნაწლავისაჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანო. გამოირჩევა სანათურის დიდი დიამეტრით (4-5სმ, ზოგან 7-8 სმ).

მსხვილი ნაწლავი მდებარეობს წვრილ და სწორ ნაწლავს შორის. წვრილი და მსხვილი ნაწლავის გადაბმის ადგილას არის ბრმა ნაწლავი. ბრმა ნაწლავს აქვს გამონაზარდი ჭიანაწლავი (აპენდიქსი). მსხვილი ნაწლავის სიგრძე არის 1-1,5 მეტრი სიგრძის. შედგება ასწვრივი, განივი და დასწვრივი კოლინჯებისგან. მასში ხდება განავლის მასების ჩამოყალიბება. მსხვილ ნაწლავში ბინადრობს 260 -მდე მიკროორგანიზმი, რომელთაგან ერთ-ერთი ჯგუფი ხელს უწყობს ვიტამინის k წარმოქმნას (მონაწილეობს სისხლის შედედებაში), ზოგიერთი ცელულოზადამშლელი ბაქტერიაა. აქ ხდება დიდი რაოდენობის წყლისა და ელექტროლიტების შეწოვა. მავნე აირების (ფენოლი, ინდოლი კატოლი და სხვა) გამოყოფა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგიჩაძე გ., სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი, თბ., 2009