აგულიასის ქვაბული
აგულიასის ქვაბული, ნემსა კონცხის ქვაბული — ფსკერის დადაბლება ინდოეთისა და ატლანტის ოკეანეების საზღვარზე, სამხრეთ აფრიკის კონტინენტალურ ფერდობზე, კროზეს პლატოსა და აფრიკა-ანტარქტიკის ქედს შორის. სიგრძე 1100 კმ, სიგანე 1000 კმ-მდე. მაქსიმალური სიღრმე 6000 მ-მდე. გრუნტი — წითელი თიხები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 76.