აგროფიტოცენოზი
(გადამისამართდა გვერდიდან აგროცენოზი)
აგროფიტოცენოზი (აგრო... და ბერძ. ἀγρός იკითხება phyton — „მცენარე“, κοινός იკითხება koinos — „საერთო“), აგროცენოზი — ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი მცენარეთა თანასაზოგადოება.
განასხვავებენ:
- გაკულტურებულ აგროფიტოცენოზს — ინტენსიური გამოყენებისაგან სახეშეცვლილ ბუნებრივ თანასაზოგადოებას (გეგმაზომიერად ექსპლუატირებული ტყე და მინდორი);
- ნახევრად კულტურულ აგროფიტოცენოზს — ხელოვნურ თანასაზოგადოებას, რომლის განვითარება გეგმაზომიერად არ რეგულირდება (ტყის ნარგავები, მრავალწლიანი სათესი მინდორი);
- კულტურულ აგროფიტოცენოზს — ხელოვნურ თანასაზოგადოებას, რომლის განვითარებას მუდამ არეგულირებს ადამიანი (ბაღი, პლანტაცია, ნათესი);
- ინტენსიურად კულტურულ აგროფიტოცენოზს — თანასაზოგადოებას, რომელსაც უქმნიან და მუდამ არეგულირებენ არა მარტო ნიადაგის, არამედ ხანდახან წყლისა და ჰაერის გარემოსაც (სასათბურე კულტურები, აეროპონიკა, ჰიდროპონიკა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 74.