აგრიპა ნეტესჰაიმელი

აგრიპა ნეტესჰაიმელი (გერმ. Heinrich Cornelius Agrippa von Nettesheim, დ. 14 სექტემბერი, 1486, კელნი — გ. 18 თებერვალი, 1535, გრენობლი) — გერმანელი მოაზროვნე და ჰუმანისტი, თანაუგრძნობდა რეფორმაციას. აქტიურად იბრძოდა კლერიკალიზმის წინააღმდეგ. თეოლოგიური მოსაზრებით ცდილობდა შეეერთებინა ნეოპლატონიზმი, კაბალა, ალქიმია, ასტროლოგია და მაგია. მაგიას ბუნებაზე გაბატონების იარაღად თვლიდა. უნივერსუმში არჩევდა სამ სფეროს — ელემენტების, ვარსკვლავების ცისა და ინტელიგიბილურ ანუ ანგელოზების სფეროს. მისი აზრით, უნივერსუმის შინაგან კავშირს ქმნის მიწიერი სული, რომელიც მეოთხე ელემენტს წარმოადგენს. შემეცნების მიზანია ბუნებაზე გაბატონება. ადამიანი მიკროკოსმოსია და წილი აქვს მსოფლიო ქმედითს ძალაში, ამიტომ საკუთარი თავის შემეცნებით შეუძლია შეიმეცნოს სამყაროს უფრო მაღალი ძალები. მოგვიანო შრომებში აგრიპა ნეტესჰაიმელს დაკარგული აქვს როგორც მაგიის, ისე ფილოსოფიურიური რწმენა და მოითხოვს ღვთიური გამოცხადებით დაკმაყოფილებას. თავისუფალი აზროვნებისათვის აგრიპა ნეტესჰაიმელს ოფიციალური ეკლესია სდევნიდა.

აგრიპა ნეტესჰაიმელი
გერმ. Heinrich Cornelius Agrippa von Nettesheim Eucalipto Sapiens
დაბ. თარიღი 14 სექტემბერი, 1486[1] [2]
დაბ. ადგილი კელნი, Electorate of Cologne, საღვთო რომის იმპერია[3] [2]
გარდ. თარიღი 18 თებერვალი, 1535[4] [2] (48 წლის)
გარდ. ადგილი გრენობლი, დოფინე, საფრანგეთის სამეფო[3] [2]
მოქალაქეობა Electorate of Cologne
საქმიანობა ასტროლოგი[3] , იურისტი, ასტრონომი, მწერალი[5] , ფილოსოფოსი[2] , ექიმი[3] [2] , თეოლოგი[2] , alchemist, ადვოკატი[2] , დაქირავებული ჯარი[2] და occultist[6]
ალმა-მატერი კელნის უნივერსიტეტი

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Agrippa, Heinrich Cornelius // Dictionary of Gnosis and Western Esotericism / W. HanegraaffBrill, 2006. — გვ. 4–8. — ISBN 978-90-04-15231-1
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 24. — ISBN 978-2-221-06888-5
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Агриппа // Энциклопедический лексиконСПб: 1835. — Т. 1. — С. 168.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  6. Czech National Authority Database