აგიტსატირის თეატრი
აგიტსატირის თეატრი — საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაარსებული პირველი თეატრი (რუსული და ქართული დასი). გაიხსნა 1921 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის შენობაში (რუსული დასის პირველი წარმოდგენა შედგა 14 აპრილს, ქართულისა – 4 მაისს). თეატრის რეპერტუარში შედიოდა რევოლუციური შინაარსის სააგიტაციო და სატირული ნაწარმოებები.
ქართული დასის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო მიხეილ ჭიაურელი, რეჟისორები – ვალერიან გუნია და ალექსანდრე წუწუნავა, მსახიობები – ტასო აბაშიძე, იუზა ზარდალეიშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, თამარ ჭავჭავაძე, ვ. გუნია და სხვა.
რუსული დასის რეჟისორები იყვნენ ვ. ბრინსკი და ვ. ვოლსკი, სალიტერატურო ნაწილის გამგე – ს. ბოგდატიევი, მუსიკალური ნაწილისა – დიმიტრი არაყიშვილი, მხატვარი – ნ. ანდრეევი. თეატრმა მუშაობა შეწყვიტა 1921 წლის ზაფხულში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 58.