აკანი
(გადამისამართდა გვერდიდან აგანო)
აკანი — მდინარე იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე. გამოედინება აკანის ტბიდან, ზღვის დონიდან 420 მეტრზე. ტბა შეიქმნა ოაკანის მთის ვულკანური ამოფრქვევისას მდინარის დაგუბების შედეგად, დაახლოებით 6000 წლის წინ. მდინარე ტბიდან გამოედინება წყალვარდნილის, ჩანჩქერის სახით. ეს ადგილი „ტაკიგუჩი“ და მის სიახლოვეს მდებარე ტაკიმის ხიდი აკანის ეროვნულ პარკში შედის.
აკანი | |
---|---|
აკანის ქვემო დინება | |
სათავე | ტბა აკანი |
სათავის სიმაღლე | 420 მ |
სიგრძე | 98 კმ |
აუზის ფართობი | 718 კმ² |
აკანი ვიკისაწყობში |
მდინარე ქ. კუსიროს ფარგლებში სამხრეთისკენ მიედინება და წყნარ ოკეანეში ჩაედინება. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქ. კუსიროს ეკონომიკაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.ilec.or.jp/database/asi/dasi21.html დაარქივებული 2012-04-20 საიტზე Wayback Machine. . ტბების გარემოს საერთაშორისო კომიტეტი
- http://www.env.go.jp/en/nature/nps/park/parks/akan_2.html დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. იაპონიის ეროვნული პარკები, აკანის ნაციონალური პარკი