აბჰინავაგუპტა
აბჰინავაგუპტა (დ. 950 — გ. 1020) — X საუკუნის დასასრულისა და XI საუკუნის დასაწყისის ინდოელი პოეტი, ლიტერატურისა და ხელოვნების თეორეტიკოსი. მის პოლიტიკურ ნაწარმოებებს ჩვენამდე არ მოუღწევია. აბჰინავაგუპტას უმთავრესი შრომებია: „დჰვანიალოკალოჩანა“, რომელიც წარმოადგენს ვარდაჰანას ტრაქტატის „დაჰვანიალოკას“ („ლიტერატურაში ესთეტიკური ტკბობის ბუნებისათვის“) კომენტარებს, და „აბჰინავაბჰარატი“, რომელიც წარმოადგენს „ბჰარატიანატიაშასტრას“ (შუა საუკუნეების ინდური ტრაქტატი თეატრზე) კომენტარებს. ამ ნაწარმოებებში შემდგომი განვითარება ჰპოვა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა დჰვანისა და რასის თეორიები. „აბჰინავაბჰარტიში“ ეს თეორიები დამუშავებულია მათი დრამატულ ხელოვნებაში გამოყენების თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ესთეტიკური ტკბობის ბუნების საკითხს. აბჰინავაგუპტა ცნობილია როგორც ვედანტის სკოლის ფილოსოფოსი.
აბჰინავაგუპტა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 950 |
დაბადების ადგილი | ქაშმირი |
გარდაცვალების თარიღი | 1020 |
გარდაცვალების ადგილი | ქაშმირი |
საქმიანობა | ფილოსოფოსი და მწერალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 51.