აბხარცა
აბხარცა (აფხ. Аԥхьарца́ [აფხიარცა]) — აფხაზური, ორ სიმიანი ხემიანი საკრავი.
გავრცელების არეალი
რედაქტირებააბხარცა გავრცელებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე. აბხარცა ძირითადად სააკომპანემენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო ერთხმიანი, ორ და სამხმიანი სიმღერები. აბხრცის ჰანგები და სიმღერები, ამ საკრავის თანხლებით, ისტორიულ-საგმირო, ნართულ და საწესო ჟანრებს განეკუთვნებიან. აბხარცა საქართველოს ყველა კუთხეში გავრცელებულ ხემიან საკრავთაგან გამოირჩევა კორპუსის კონფიგურაციით (ვიწრო, ნავისებური ფორმა), დამზადების წესში დაცული პრინციპით (მთლიანი ხისგან არის გამოთლილი), საკრავის თავის ფორმით (მომგრვალებული ნავის ფორმის) და სიმების რაოდენობით (ორი სიმი). აბხარცა XX საუკუნის 60-იანი წლების მიწურულამდე გავრცელებული იყო ძირითადად, გუდაუთის რაიონის აფხაზებში. ოჩამჩირის რაიონში მკვლევარი შეხვდა მხოლოდ ორ შემსრულებელს, ხოლო გალის რაიონში ხემიანის არსებობა საერთოდ ვერ დაადასტურა.
საკრავის აღწერა
რედაქტირებად. არაყიშვილს თავის ნაშრომში[1] აღწერილი აქვს აბხრცის ორი ნიმუში:
აღწერა | ფოტო |
---|---|
№ 95. აფხაზური აბხარცა გამოკვეთილია მთლიანი ხისაგან. მისი საერთო სიგრძე — 680 მმ. ნავისებრი ჩანის (ბრტყელძირა) სიგრძე: თავში — 93 მმ., შუაში — 110 მმ., ბოლოში — 30 მმ., სიმაღლე (სიღრმე) — 30 მმ. ტარის სიგრძე — 280 მმ., სიგანე — 25-30 მმ. სათავეს, (ტარის გაგრძელების) სიგრძე — 50 მმ., სიგანე — 70 მმ. მასზე ორი მოქლონია. სიმები არა აქვს. ხის თავფიცარი დაწებებულია. მის შუა ადგილას ერთი ხვრელია, სიგრძით 14 მმ. და სიგანით 20 მმ. ტყავის კორა გადაკრულია მსგავსად ყამლაჩისა, სიგრძით — 180 მმ. | |
№ 96. აფხაზური აბხარცა გამოკვეთილია მთლიანი ხისაგან. საკრავის საერთო სიგრძე — 614 მმ. ნავისებრი ჩანის სიგრძე: თავში — 30 მმ., შუაში — 105 მმ., ბოლოში — 15 მმ., სიმაღლე (სიღრმე) — 45 მმ. ტარის სიგრძე — 220 მმ., სიგანე — 20-30 მმ., სიმაღლე — 13-22 მმ. სათავეს, (ტარის გაგრძელების) სიგრძე — 65 მმ. მასზე ორი მოქლონია. სიმები არა აქვს. თავფიცარი ხისაა. მის შუა ადგილას ერთი ხვრელია, სიგრძით 20 მმ. და სიგანით 12 მმ. ხოლო მის გარშემო მრავალი წვრილი და მრგვალი ხვრელია. ტყავის კორა გადაკრულია მსგავსად ყამლაჩისა. |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დ. არაყიშვილი, „ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა“, თბ., 1940