ალ-ჰამდანი აბუ ფირასი, ალ-ჰარის იბნ აბილ-ალა აიდ იბნ ჰამდან ალ-თაღლიბი (არაბ. أبو فراس الحمداني; დ. 932, მოსული — გ. 4 აპრილი, 968, ჰომსი) — არაბი პოეტი ჰამდანიანების არისტოკრატიული გვარისა.

აბუ ფირასი
არაბ. أبو فراس الحمداني
დაბადების თარიღი 932[1]
დაბადების ადგილი მოსული
გარდაცვალების თარიღი 4 აპრილი, 968(0968-04-04)[2] [3] [4]
გარდაცვალების ადგილი Sadad
საქმიანობა სამხედრო, ვალი, რევოლუციონერი და პოეტი[5]
ენა არაბული ენა
მოქალაქეობა  აბასიანთა სახალიფო
Magnum opus Q12187951?
ნათესავ(ებ)ი Hamdan ibn Hamdun, Abdallah ibn Hamdan, Husayn ibn Hamdan, Ibrahim ibn Hamdan, Nasir al-Dawla, Sayf al-Dawla და Sa'd al-Dawla

დედა ბერძენი ჰყავდა. იზრდებოდა ჰალაბში ამირა საიფ ალ-დავლას კარზე. ორჯერ დაატყვევეს ბიზანტიაზე ლაშქრობისას. მოკლეს ერთ-ერთ ბრძოლაში. მისი ლექსების დივანში წარმოდგენილია ლირიკა, ბრძოლათა აღწერა, საკუთარი თავისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსები, ლექსები მეგობრობაზე. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტყვეობაში შექმნილ ლექსების ციკლს „რუმიათი“ („ბიზანტიური“), რომელშიც ძირითადად გადმოცემულია პოეტის განცდები, წარსულის მოგონებები, კასიდების ნაწილი ეძღვნება დედას, მშობლიურ კერას, სამშობლოს.

ლიტერატურა

რედაქტირება