აბუ იაკუბი (არაბ. أبو يعقوب يوسف Abū Ya‘qūb Yūsuf; 1135 – 14 ოქტომბერი 1184)[1] — XII საუკუნეში ესპანეთში ალმოჰადების დინასტიის მეორე არაბი ემირი. 1171 წელს იგი შეიჭრა ესპანეთის სიღრმეში, დაიპყრო ანდალუსია და სევილია დედაქალაქად გამოაცხადა. მისი ბრძანებით აშენდა წყალგაყვანილობა, დიდი მეჩეთი და ხიდი მდინარე გვადალკივირზე. მეჩეთს ჩვენამდე არ მოუღწევია, მის ადგილას დღეს სევილიის საკათედრო ტაძარი დგას. არაბთა გადმოცემით, მეჩეთი თეთრი ყოფილა, ჩვიდმეტნეფიანი, მდიდრული, გრანდიოზული ნაგებობა ისრისებური ფორმის თაღებით, ზომით 150X100 მ-ზე. ესპანელთაგან სევილიის აღების შემდეგ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მეჩეთი ხელუხლებელი რჩებოდა, მასში მხოლოდ კაპელა ჩაუშენებიათ (კორდოვის მეჩეთის მსგავსად). დანგრეული აბუ იაკუბის მეჩეთის ადგილას მხოლოდ XV საუკუნის დასაწყისში დაიწყეს ქრისტიანული ტაძრის აგება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, გამომცემლობა „აი ია”, თბ, 2007 წ.
  1. Abdelwahid al-Marrakushi "al-Mojib fi Talkhis Akhbar al-Maghrib" [The Pleasant Book in Summarizing the History of the Maghreb] (1224) pp.125-126