აბუ-ისა იცხაკ ბენ იაკობ ალ-ისპაჰანი — ებრაული მესიანური სექტის ისავიტების ფუძემდებელი და ირანში არაბთა ხალიფატის წინააღმდეგ VIII საუკუნეში წამოწყებული აჯანყების თავკაცი. აბუ-ისას ეს აჯანყება დასრულდა ქალაქ რაგის მახლობლად (თანამედროვე რეი, თეირანის სამხრეთით) მისი შენაერთების მარცხით, რომელიც მოიცავდა ათი ათას მეომარს. შესაძლოა აბუ-ისა თვითონაც დაიღუპა ამ ბრძოლაში, თუმცა ისავიტებს არ სჯეროდათ მისი სიკვდილის. აბუ-ისას მიაჩნდა, რომ მესიის მოსვლას წინ უსწრებდა ხუთი წინასწარმეტყველის მოვლინება (მათ შორის იესოს, მუჰამედისა და საკუთრივ მისი).

მან თავის მიმდევრებს დაუწესა 7 ყოველდღიური ლოცვა, თუმცა არ გაუუქმებია შმასა და ამიდას ლოცვები და ტრადიციული ებრაული დღესასწაულები. ისავიტებს ეკრძალებოდათ გაყრა და ხორცისა და ღვინის მიღება. აბუ-ისას სექტა განაგრძობდა თავის არსებობას X საუკუნის შუა წლებმდე, როდესაც იაკუბ ალ-კირკისანმა დამასკოში ნახა ოცამდე მისი მიმდევარი. მიუხედავად აბუ-ისას სწავლების მკვეთრი გადახვევისა ებრაული ორთოდოქსიიდან, რაბინისტული ავტორიტეტები ისავიტებს სრულუფლებიან იუდეველებად მიიჩნევდნენ. აბუ-ისას სწავლებამ დიდი გავლენა იქონია მის მოწაფე იუდგანზე, კარაიმული ერესის ანან ბენ დავითის დამფუძნებელზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Israel Friedlaender Shiitic Elements in Jewish Sectarianism Jewish Quarterly Review Oct 1910
  • Steven Wasserstrom Between Muslim and Jew Princeton University Press 1995