აბუნა
აბუნა (ესპ. Río Abuná, პორტ. Rio Abunã) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში. წარმოადგენს ამაზონის აუზის ნაწილს და გაედინება ჩრდილოეთ ბოლივიისა და ჩრდილო-დასავლეთ ბრაზილიის ტერიტორიაზე.
აბუნა | |
---|---|
ქვეყანა | ბოლივია ბრაზილია |
ქალაქები | აბუნა |
სათავე | ანდები, პერუ |
სიგრძე | 375 კმ |
აუზის ფართობი | 25 870 კმ² |
აბუნა ვიკისაწყობში |
მდინარე სათავეს იღებს პერუს ანდებში და მისი სიგრძე 375 კმ-ია. დაახლოებით 320 კმ-ის სიგრძეზე, ქვემო დინებაზე, სანაოსნოა. ქალაქ მანოასთან, ის ერთვის ამაზონის შენაკადს - მდინარე მადეირას. შესართავთან, ბრაზილიის მხარეს მდებარეობს ქალაქი აბუნა.