აბულფატ ალიევი
აბულფატ ასად ოღლი ალიევი (აზერ. Əbülfət Əsəd oğlu Əliyev; დ. 30 დეკემბერი, 1926, შუშა — გ. 27 დეკემბერი, 1990, ბაქო) — აზერბაიჯანელი ჰანენდე, მომღერალი. აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტი.
აბულფატ ალიევი | |
---|---|
აზერ. Əbülfət Əliyev | |
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 30 დეკემბერი, 1926 |
დაბ. ადგილი | შუშა, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 27 დეკემბერი, 1990 (63 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
ჟანრ(ებ)ი | მუღამი |
საქმიანობა | ჰანენდე |
აბულფატ ალიევი ვიკისაწყობში |
დაიბადა 1926 წლის 30 დეკემბერს ქალაქ შუშაში. 1945 წელს გახდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი.
1956 წლიდან აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1964 წელს აბულფატ ალიევი გახდა აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტი.[1] მომღერალს გასტროლები ჰქონდა ირანში, სირიაში, გვინეაში, განაში, ლიბანში. ამასთანავე აბულფატ ალიევი ასრულებდა სხვადასხვა როლებს თეატრში. გარდაიცვალა 1990 წლის 27 დეკემბერს 64 წლის ასაკში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აბულფატ ალიევი საიტზე Discogs
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Əbülfət Əliyev. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-16. ციტირების თარიღი: 2016-02-12.