აბულის ტაძარი — ეკლესია საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულში. ტაძარი დარბაზული ტიპისაა და დათარიღებულია X საუკუნით. მოგვიანებით (XIV ს.) მასზე კარიბჭე მიუშენებიათ. ეკლესიის კედლის ფასადი შემკულია ჯვრისა და სხვა გამოსახულებებით. შემორჩენილია წარწერები, რომლებიც აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის მიხედვით, XI-XII სს.-ის შეიძლება იყოს. ერთ-ერთი ასომთავრული წარწერა: ასე იკითხება „ჯუარი ქრისტესი ქრისტე შეიწყალე გალატოზნი“. ეკლესიასთან არის სასაფლაო, სადაც ძველი საფლავის საინტერესო ქვებია შემორჩენილი.[1]

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 38.
  • ჟღერს ქვის ჰარმონია. ნაკვეთი პირველი ა-დ. საკითხავი ყმაწვილთათვის 13, თბ., გვ. 9–10, თბ., 2006;
  • ცისკარიშვილი ვ., აბულის წარწერა, ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, გვ. 122, თბ., 1959;
  • კალისტრატე, საისტორიო მასალა, გაზ. „ივერია“, 1891 (19 ნოემბ.), N246, გვ. 2–3.
  1. ხარაძე კ., სოფელი აბული ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები, გვ. 47, თბ., 2003.
  2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-24.