აბსორბერი

მრავალმნიშვნელოვანი

აბსორბერი (ლათ. absorbeo — „ვშთანთქავ“) — აბსორბაციისათვის განკუთვნილი დანადგარის ძირითადი აპარატი. იყენებენ აირების ნარევის შემადგენელ ნაწილებად დასაყოფად, ერთ-ერთი ან რამდენიმემათგანის გახსნით სითხეში. აბსორბერის საშუალებით სამრეწველო აირების ნარევისაგან გამოყოფენ მავნე მინარევებს ან საჭირო კომპონენტს. აბსორბერი ლითონის ან კერამიკის კოშკია, რომელსაც ხვრელებიანი ჰორიზონტალური თაროები აქვს. აირთან სითხის შეხების ზედაპირის გასადიდებლად თაროებზე ათავსებენ ჩანაწყობებს — კერამიკულ რგოლებს, ფაიფურის, კოქსის ან ხის ნაჭრებს. ზემო ნაწილში გაფრქვეული აბსორბენტი ჩანაწყობებს მოჰყვება და თანდათან ქვემოთ მოედინება, ქვემოდან ზევით კი აირების ნარევი ადის და სითხის დიდ ზედაპირს ეხება, სითხე აირებით გაჯერდება და გამოედინება აპარატის ქვემო ნაწილიდან, სითხეში გაუხსნელი აირები კი — ზემოდან. შეხების ზედაპირის გასადიდებლად ზოგჯერ აბსორბერში მიმართავენ აირის ბუშტებსა და ჭავლს, ან აირს გაატარებენ სითხის თხელი ფენის ზედაპირზე. იყენებენ მექანიკურ საშუალებებსაც. ზოგჯერ საჭირო ხდება აბსორბციისას წარმოქმნილი სითბოს არინება, რისთვისაც თბომცვლელებს იყენებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება