აბსოლუტური მოძრაობა

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბსოლუტური.

აბსოლუტური მოძრაობა — მოძრაობა ათვლის აბსოლუტური სისტემის მიმართ. სივრცისა და დროის მეტაფიზიკური თეორია ასეთ სისტემებად თვლიდა აბსოლუტურ სივრცესა და დროს, რომელთა მიმართ მოძრაობას იგი აბსოლუტურს უწოდებდა. „აბსოლუტური მოძრაობა, — წერდა ნიუტონი, — არის სხეულის გადაადგილება მისი ერთი აბსოლუტური ადგილიდან მეორეზე“. აბსოლუტურ მოძრაობას მეტაფიზიკური აზროვნება ნამდვილ ჭეშმარიტ მოძრაობად თვლიდა, ხოლო ფარდობით მოძრაობას — მოჩვენებითად. ფარდობითობის თეორიამ უარყო აბსოლუტური მოძრაობის არსებობის მეტაფიზიკური თვალსაზრისი. ამ თეორიის თანახმად, რეალური მოძრაობა მხოლოდ ფარდობითად უძრავი ათვლის სისტემის მიმართ სრულდება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება