აბსოლუტივიზმნის უცვლელი ფორმა. ზმნური კატეგორიებიდან მოიპოვება ასპექტი და გვარი, სინტაქსურიდან — მართვა. წინადადებაში გამოხატავს გარემოებას, გადმოსცემს ძირითადი მოქმედების დამატებითს პროცესს. დასტურდება გერმანიკულ, რომანულ, სლავურ ენებში.

მაგალითად, «...Змея сухим буряном шелестя, сверкая желтою спиной... браздя рассыпчатый песок, сколзила бережно».

აბსოლუტივი გავრცელებულია კავკასიურ ენებში (აფხაზური, ხუნძური, უდიური და სხვა) და აკისრია დამოკიდებული წინადადების როლი. ქართულ ენას ეს გრამატიკული ფორმა არ აქვს. კონსტრუქციებში აბსოლუტივი გამოიხატება ზმნის პირიან ფორმებზე „რა“ კავშირის დართვით.

მაგალითად, „მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა“.

ლიტერატურა

რედაქტირება