აბსოლუტი (ლათ. absolutus — „სრული“, „თავისთავადი“, „შეუზღუდველი“) — მარადიული, განუსაზღვრელი და განუპირობებელი საფუძველი ყოველივესი. ტრადიციული მეტაფიზიკური ფილოსოფიის ძირითადი ცნება. იდეალისტურ ფილოსოფიასა და რელიგიაში აბსოლუტი ღმერთთან არის გაიგივებული. დიალექტიკური მატერიალიზმის მიხედვით, აბსოლუტი შეიძლება იყოს მხოლოდ თვითმოძრავი მატერია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 37.
  • „ფილოსოფია“ – ტ. რეხვიაშვილი, ვ. ჭიაურელი – თბილისი, 2006 წ. გვ. 233