აბრეშუმის გრეხააბრეშუმის ხამი ძაფისაგან ან სუსტად დაგრეხილი ხელოვნური ბოჭკოსაგან ნაგრეხი ძაფის მიღების ტექნოლოგიურ პროცესთა კომპლექსი. სერიცინის დასარბილებლად ხამ ძაფს საპნიანსა და ცხიმიან ემულსიაში დებენ, ძაფი მეტ ჭიმვადობასა და სინაზეს იძენს, მცირდება მისი ხახუნის კოეფიციენტი და დაელექტროების უნარი. ამავე თვისებების მისანიჭებლად, აგრეთვე ცალკეული ელემენტარული ძაფების შესაწებებლად ხელოვნურ ბოჭკოს ზეთოვან-ჟელატინიან ან სხვა ემულსიაში გაახამებენ. ნაგრეხი ძაფის ასორტიმენტი და გრეხის მიმართულება იოლად რომ განსაზღვრონ, დალბობა-გახამებისას ძაფს ადვილად ჩამოსარეცხი საღებავით აფერადებენ. შემდეგ შულოებს წურავენ, ასწორებენ და აშრობენ. გამშრალ ძაფს შულოებიდან კოჭაზე ან სხვა რომელიმე საფუთავზე გადაახვევენ. ამ პროცესს ხშირად უთავსებენ ძაფის წმენდას, რისთვისაც ძაფს ჭვრიტეში ატარებენ. რამდენიმე ძაფს დაგრეხის წინ აერთებენ საორფებელ ან საორფებელ-საგრეხ მანქანაზე დაბალი შეგრეხით. მაღალი გრეხის ფიქსაციისათვის ძაფს ორთქლით ამუშავებენ და შემდეგ ახვევენ სხვადასხვა სახის საფუთავზე. აბრეშუმს გრეხენ სპეციალურ საგრეხ მანქანაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება