აბრეშუმის ხამი ძაფი

აბრეშუმის ხამი ძაფი — ერთად ამოხვეული და სერიცინით შეერთებულ-შეწებებული რამდენიმე აბრეშუმის პარკის ძაფი. ძაფის გამოსავლიანობა დამოკიდებულია პარკის ხარისხსა და ტექნოლოგიურ პროცესზე. ხარისხს ადგენენ ძაფსარები ფაბრიკის ლაბორატორიებში იმისდა მიხედვით, ძაფი სუფთაა, იოლი გადასახვევია, თანაბარი სისხოსია თუ არა და ა. შ. სხვა საფეიქრო ბოჭკოებთან შედარებით აბრეშუმის ხამი ძაფი არათანაბარი სისხოსია — სტანდარტით გათვალისწინებულია 3.23, 2.33, 1.89, 1.79, 1.55, 1.22 და 1.0 ტექსი. აბრეშუმის ხამი ძაფისაგან მზადდება საფეიქრო და სატრიკოტაჟო ნაწარმი, საკერავი და ქირურგიული ძაფი, საიზოლაციო მასალა და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება