აბრაჰამ სავანი
აბრაჰამ სავანი — კალიგრაფი.
აბრაჰამ სავანი ცხოვრობდა XIV ან XV საუკუნეში. დარჩენილია მის მიერ გადაწერილი გრაგნილი, რომელიც საკვირაოს ტექსტს შეიცავს (ხელნაწ. ინსტ. H 1328). ტექსტის ბოლოს ასეთი ანდერძია
სულ ბოლოს, უფრო წვრილი ხელით, კიდევ ორიოდე სტრიქონია, სადაც სხვათა შორის, იკითხება:
„ „უმეცარსა კაცსა, რომე წიგნისა პატივი არ იცოდეს, მათიმცა ხელი ნუ შეეხების“. “
|
გრაგნილის ზომაა 325×19 სამ. ერთი მხარე მთლიანადაა დაწერილი, მეორე — ნაწილობრივ. ტექსტი ნუსხურია, შავი მელნით ნაწერი, ძალიან მკაფიო, საკმაოდ ლამაზი ხელით. საზედაო ასოები უმეტესად მელნითვეა გამოყვანილი, მაგრამ აქა — იქ სინგურის ასოებიც ურევია.
დასათარიღებლად გასათვალისწინებელია კონსტანტინე მეფის დასახელება. ერთი კონსტანტინე — დავით ნარინის ძე- XIV საუკუნის დასაწყისში მეფობდა დასავლეთ საქართველოში და 1327 წელს გარდაიცვალა. ორი სხვა კონსტანტინე XV საუკუნეში.
გრაგნილი სვანეთიდანაა ჩამოტანილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე, ვახტანგ. ძველი ქართველი ოსტატები : [ხუროთმოძღვრები, მხატვრები, ოქრომჭედლები და კალიგრაფისტები]. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1967. -243გვ.: ილ.;ბიბლიოგრ. ტექსტში. გვ. 11-12.