აბომეის სამეფო სასახლეები
აბომეის სამეფო სასახლეები — 40 ჰექტარზე გადაჭიმული 12 სასახლის ჯგუფი ბენინის ქალაქ აბომეის ცენტრში, რომელიც ძველად დასავლეთ აფრიკის დაგომეის სამეფოს დედაქალაქი იყო. სამეფო 1625 წელს ფონის ხალხმა დააარსა, რომლებმაც ის ძლევამოსილ სამხედრო და კომერციულ იმპერიად აქციეს, სადაც წამყვანი იყო ევროპელ მონებით მოვაჭრეებთან ვაჭრობა, რაც XIX საუკუნის ბოლო წლებამდე გრძელდებოდა. დაგომეელები ძირითადად ომებში ტყვედ აყვანილ ხალხს ყიდდნენ. სასახლეების კომპლექსს, მთლიანობაში 8 000 ადამიანის დატევა შეეძლო. სამეფო ნაგებობა ორი სართულისაგან შედგებოდა.
აბომეის სამეფო სასახლეები* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | ბენინი | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iv | |
სია | [1] | |
რეგიონი** | აფრიკა | |
კოორდინატები | 7°11′08″ ჩ. გ. 1°59′17″ ა. გ. / 7.18556° ჩ. გ. 1.98806° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1985 (მე-9 სესია) | |
ნომერი | 323 | |
საფრთხის ქვეშ | 1084-2007 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 323 ინგლ. • რუს. • ფრ. |
1985 წელს იუნესკომ სასახლეები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, მაგრამ 1884 წელს მომხდარი ტორნადოს შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაიტანა. აღდგენითი სამუშაოების შედეგად, 2007 წელს იუნესკომ ძეგლის ამ სიიდან ამოღება გადაწყვიტა.
აბომეიში, როგორც იმპერიის კულტურულ ცენტრში, სასახლეები თორმეტმა მმართველმა ააშენა და ისინი სამეფოს პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა 1695 -1900 წლებში. პირველი მმართველი, რომელმაც სასახლის აშენების ინიციატივა გამოთქვა, იყო მეფე ჰუეგბაჯა, რომელმაც ასევე დააარსა ქალაქი აბომეი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აბომეის ისტორიული მუზეუმი დაარქივებული 2011-07-04 საიტზე Wayback Machine.
- აღწერა იუნესკოს საიტზე